საქონლის ბარათი (Ctrl+L)

ექსპლორერი:  გაყიდვები/შესყიდვები > უწყისები > საქონელი >

საქონლის ბარათი (Ctrl+L)

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში აისახება აღნიშნული საქონლის საწყისი ნაშთი, შემოსავლები, გასავლები, ფასი და საბოლოო ნაშთი. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგრურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება.

ჯგუფი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისში სარჩევიდან მხოლოდ მოცემული ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა შეგიძლიათ.

საქონელი

საქონლის კოდი, აუცილებელი ველია.

ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს

თუ ალამი ჩართულია უწყისში ჩანს გაყიდვების დროს გამოყენებული ფასდაკლების თანხა და პროცენტი. ამ ალმის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მონიშნულია ალმები ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს გარეშე), ლარში თანხების ჩვენება (დღგ-ს ჩათვლით), თანხების ჩვენება USD-ში -დან რომელიმე ერთი.

 

უწყისის ნებისმიერ სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან შეიძლება იმ საბუთის გახსნა, რომლის მეშვეობითაც იყო ჩაწერილი მოცემული ოპერაცია, ამ საბუთის საბეჭდი ფორმის გამოძახება, საბუთის წაშლა ან კოპირება.