საქონლის ოპერაციების ჟურნალი

ექსპლორერი:  გაყიდვები/შესყიდვები > უწყისები > საქონელი >

საქონლის ოპერაციების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია საქონელზე შესრულებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება

ჯგუფი

თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ მითითებული ჯგუფის კუთვნილ საქონელზე შესრულებული ოპერაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის საქონელზე.

საქონელი

თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საქონლის ოპერაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლის ოპერაციები. თუ შევსებულია ველი ჯგუფის მნიშვნელობა, მაშინ საქონლის არჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა.

ოპერაციის ტიპი

შეიძლება ერთი ან რამოდენიმე ოპერაციების ტიპების მონიშვნა. უწყისში აისახება მხოლოდ აღნიშნული ოპერაციები, ხოლო თუ ცარიელია ყველა ოპერაცია.

უწყისში საქონლის ოპერაციების ჟურნალი აისახება საქონელზე შესრულებული ოპერაციების შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ოპერაციის შესრულების თარიღი, იმ საბუთის ნომერი, რომლის მეშვეობით ჩაწერილ იქნა ოპერაცია, ოპერაციის ტიპი.
უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის მიმდინარე სტრიქონის საბეჭდი ფორმის ნახვა, რედაქტირება ან მისი წაშლა.