უწყისი გათვალისწინებულია აღნიშნული თარიღით ორგანიზაციაში არსებული საქონლის ნაშთების მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.
ველი |
დანიშნულება |
თარიღი |
აუცილებელი თარიღი ტიპის ველია, ის თარიღი უნდა შეავსოთ, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება |
ჯგუფი |
თუ ეს ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ჯგუფის კუთვნილი საქონლის მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯგუფის საქონლის მონაცემები. |
საქონელი |
თუ ველი შევსებულია უწყისში შევა მხოლოდ ამ საქონლის ნაშთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა საქონლის ნაშთი. თუ შევსებულია ველი ჯგუფის მნიშვნელობა, მაშინ საქონლის არჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის არჩევა. |
ქვეჯამები |
თუ მონიშნულია, უწყისი ჯგუფდება სხვადასხვა ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1- ჯგუფი. |
უწყისის მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება მოცემული საქონლის ბარათის გამოძახება.