სისტემაში გათვალისწინებულია მთელი რიგი დირექტორიები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება ინფორმაციის შეყვანის ველების შევსების დროს და აადვილებს მომხმარებლის სამუშაოს.
დირექტორიები აისახებიან სხვა და სხვა საბუთებში და ცნობარებში.
დირექტორიების ჩამონათვალის გახსნა შეიძლება:
• | ექსპლორერიდან შესაბამისი ქვესისტემის და დირექტორიის არჩევით, |
• | მთავარი გვერდიდან შესაბამისი ქვესისტემის და დირექტორიის არჩევით. |
სისტემის ძირითადი დირექტორიები :
ქვემოთ აღწერილია ძირითადი დირექტორიების განყოფილებები.
სწრაფი წვდომის პანელი: ფანჯრის ზედა ნაწილში ჩანს ხშირად გამოყენებადი ოპერაციები
• | შენახვა (CTRL+S) |
• | შენახვა და დახურვა (CTRL+ENTER) |
• | შენახვა და ახალი (CTRL+K) |
ამ პანელის გამოტანა შეიძლება ლენტის ზემოთ ან ქვემოთ, სწრაფი წვდომის პანელის ქვევით/ზევით გამოტანა ბრძანების მეშვეობით.
ლენტი: ლენტი ისევე როგორც მთავარი ფანაჯარა, შეიცავს ღილაკებს და გვერდებს, რომლებიც აქტიურია იმის და მიხედვით, თუ მომხმარებელი საბუთის რომელ მონაკვეთში იმყოფება და რა ოპერაციას ასრულებს.
მთავარი ნაწილი: ამ მონაკვეთში მდებარე ველები ჩანს არჩეულ გვერდზე დამოუკიდებლად. ამ მონაკვეთში მდებარეობს ველი კოდი. ახალ დირექტორიებს სისტემა ავტომატურად ანიჭებს კოდს, რომელიც ერთით აღემატება წინა ჩანაწერის კოდს. ძირითად დირექტორიებში არის კოდის რედაქტირების საშუალება.
გვერდები: დირექტორიების ფანჯარა შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამოდენიმე გვერდისგან. ინფორმაციის შევსება შემცველობის მიხედვით ხდება სხვადასხვა გვერდებზე. მონაცემების შეყვანისთვის საჭიროა შესაბამისი გვერდის შერჩევა.
სხვა დირექტორიები დამხმარე ცნობარებია, ისინი როგორც წესი გამოიყენება ძირითადი ცნობარების შესავსებად. მათ უფრო მარტივი სტრუქტურა გააჩნიათ, არ აქვთ ლენტის მონაკვეთი და მათი ჩაწერა ხდება OK ღილაკის მეშვეობით.