ეს დირექტორია შეიცავს საქონლის შესახებ მონაცემებს, რომლებიც გამოიყენება შეძენის და რეალიზაციისას.
ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება სრულდება ფანჯარა საქონელის მეშვეობით. დირექტორიაში სტრიქონების შევსების, რედაქტირების ან წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებზე მუშაობა.
დირექტორიას აქვს შემდეგი სახე:
დირექტორიას აქვს შემდეგი ველები:
ველი |
დანიშნულება |
კოდი |
საქონლის კოდი. ახლად დასამატებელი საქონლისათვის კოდის სახით, სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მომდევნოს, რომელიც გამოითვლება ბოლო დამატებული საქონლის ან მომსახურების კოდისგან. აუცილებელი ველია. |
დასახელება |
საქონლის დასახელება. აუცილებელი ველია |
საზომი ერთეული |
საქონლის ის საზომი ერთეული, რომლითაც სრულდება საქონლის არსებობის რაოდენობრივი აღრიცხვა. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საზომი ერთეულები. აუცილებელი ველია. |
ჯგუფი |
საქონელთა ჯგუფები. იღებს მნიშვნელობებს დირექტორიიდან საქონლის ჯგუფები. |
გაყიდვის ფასი |
საქონლის გასაყიდი ფასი რომელიც გამოდის დოკუმენტში გაყიდვები. |
შესყიდვის ფასი |
საქონლის შესყიდვის ფასი, გამოდის დოკუმენტში შესყიდვა. |
შტრიხ-კოდი |
საქონლის შტრიხ-კოდი, შეიძლება სკანერის გამოყენებით შევსება. |
ასაწონი |
აღინიშნება მოცემული საქონელი წონითია თუ არა. გამოიყენება სასწორით მუშაობისას. |
მახასიათებელი |
საქონლის მახასიათებელი. |
დირექტორიიდან საქონელი შეიძლება უწყისების აგება, მიმდინარე სტრიქონის კონტექსტური მენიუდან ბრძანება უწყისების არჩევით. გახსნილი ფანჯრიდან მაუსის ორმაგი დაწკაპუნებით შეიძლება შემოთავაზებული უწყისების გამოძახება.
დირექტორიიდან შეუძლებელია სტრიქონის წაშლა, თუ საქონლის მეშვეობით ჩაწერილია ოპერაცია.
დირექტორიიდან შეიძლება პარამეტრების გვერდზე მოწყობილობები აღნიშნული თერმული პრინტერით შტრიხ-კოდის შემცველი იარლიყის ამობეჭდვა. ამისათვის საჭიროა კონტექსტური მენიუდან ბრძანების იარლიყის ამობეჭდვა არჩევა, რომლის გამოძახებაც შეიძლება როგორც მიმდინარე სტრიქონის, აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის. ბრძანების ამორჩევის შემდეგ საჭიროა ამოსაბეჭდი იარლიყების რაოდენობის, ფასის და ტიპის მითითება.
დირექტორიის კონტექსტური მენიუდან ბრძანების ექსპორტირება XML ელ. სასაწორის ფორმატით მეშვეობით იქმნება ელ.სასწორის საიმპორტო XML ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოცემული საბუთის შესახებ. ამ ბრძანების გამოძახება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის.
დირექტორიის კონტექსტური მენიუდან ბრძანების მონიშნული სტრიქონების რედაქტირება მეშვეობით შეიძლება ზოგიერთი ველების რედაქტირება მონიშნული სტრიქონებისთვის.