დირექტორიის საქონელი კუთვნილი ყველა სტრიქონი შეიძლება დაჯგუფებულ იქნას განსაზღვრული მახასიათებლის მიხედვით. მაგალითად: საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეიძლება დაჯგუფებულ იქნას მაცივრების, უთოების და ჩაიდნების მიხედვით. ჯგუფები გამოიყენება დოკუმენტების შეყვანისას, უწყისების აგებისას და სხვა ოპერაციების დროს. დოკუმენტებში საქონლის სტრიქონის ადვილად მოსაძებნად დასაწყისში შეიძლება ჯგუფის შერჩევა, რომელსაც იგი ეკუთვნის. მთელი რიგი უწყისების აგება შეიძლება მოცემული ჯგუფის კუთვნილი საქონლისთვის.
დირექტორიაში ახალი სტრიქონის დამატება და შეყვანილის რედაქტირება ხორციელდება დიალოგური ფანჯარა საქონლის ჯგუფის მეშვეობით. სტრიქონების შეყვანის, რედაქტირების და წაშლის ოპერაციები აღწერილია განყოფილებაში დირექტორიებთან მუშაობა.
ველი |
დანიშნულება |
კოდი |
საქონლის ჯგუფის კოდი. ახლად დასამატებელი ჯგუფის რიგით კოდს, სისტემა გამოითვლის ბოლოს დამატებული საქონლის ჯგუფის კოდისგან. აუცილებელი ველია. |
დასახელება |
საქონლის ჯგუფის დასახელება. აუცილებელი ველია. |
|
---|
საქონლის ჯგუფის სტრიქონის წაშლა დაუშვებელია, თუ არსებობს ამ ჯგუფის კუთვნილი საქონელი ან მომსახურება. |