სტრიქონების ჩასაწერად უნდა შეასრულოთ შემდეგი პუნქტები:
ექსპლორერის ან მთავარი გვერდის დირექტორიების ჩამონათვალიდან აირჩიეთ შესაბამისი დირექტორია და შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან რომელიმე,
• | კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება დამატება. |
• | ლენტიდან აირჩიეთ ღილაკი დამატება. |
• | აკრიფეთ CTRL+N ღილაკების კომბინაცია. |
სტრიქონების დამატება შეიძლება აგრეთვე კოპირების მეშვეობით, ამისათვის საჭიროა:
• | კონტექსტური ჩამონათვალიდან აირჩიოთ ბრძანება ასლი. |
• | ლენტიდან აირჩიოთ ღილაკი ასლი. |
• | აკრიფოთ CTRL+Y ღილაკების კომბინაცია. |
ფანჯრის სათაურში სიტყვა (ახალი), ნიშნავს, რომ ხდება ახალი სტრიქონის შეყვანა.