დირექტორიის რედაქტირება
დირექტორიის რედაქტირებისთვის ჯერ უნდა ექსპლორერის ან მთავარი გვერდის დირექტორიების ჩამონათვალიდან გახსნათ შესაბამისი ცნობარი. საჭირო დირექტორიის სტრიქონის მონიშვნის შემდეგ შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან რომელიმე:
• | ლენტიდან აირჩიეთ ღილაკი რედაქტირება, |
• | კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ ბრძანება რედაქტირება. |
• | აკრიფეთ CTRL+E ღილაკების კომბინაცია. |
მიმდინარე სტრიქონის გახსნა რედაქტირებისთვის შეიძლება Enter ღილაკით ან მაუსის ორმაგი დაწკაპუნებით. ფანჯრის სათაურში დოკუმენტის დასახელების შემდეგ სიტყვა (რედაქტირება) მიგანიშნებთ, რომ მიმდინარეობს დოკუმენტის რედაქტირება.
კოდის რედაქტირება
ძირითადი დირექტორიების კოდის რედაქტირებისთვის საჭიროა:
• | კონტექსტური მენიუდან ბრძანების კოდის რედაქტირება არჩევა |
• | ახალი კოდის შეყვანა |
• | OK ღილაკზე დაჭერა. |