პარტნიორის T-ანგარიში

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორის T-ანგარიში

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პარტნიორის T-ანგარიში უწყისი გათვალისწინებულია რომელიმე პარტნიორთან შეხების მქონე ოპერაციების შესახებ T-ანგარიშის ფორმით ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველების წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში და ანგარიში ველში მითითებულ ანგარიშთან კორესპონდირებს.

პარტნიორი

აუცილებელი ველია. პარტნიორის კოდის მითითება.

ანგარიში

აუცილებელი ველია. იმ ანგარიშის ნომრის მითითება, რომლისთვისაც ხდება უწყისის აგება.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც აიგება უწყისი.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. უწყისის ვალუტის მითითებისას შეგიძლიათ აირჩიოთ 1- ლარში, 2- ვალუტით, 3- ლარში და უცხ. ვალუტაში.

დაჯგუფება მოკორესპონდეტო ანგარიშის მიხედვით

თუ მონიშნულია, უწყისში გატარებები ჯგუფდება მოკორსეპონდეტო ანგარიშის მიხედვით, როგორც მიღებულია მთავარ წიგნში.

ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს

თუ მონიშნულია, უწყისის პირველ ეპიზოდში იგივე დღის გატარებების შემდეგ გამოდის ნაშთი ამ დღის ბოლოსთვის.

 

T-ანგარიში ფორმით გამოისახება მონიშნული ანგარიშის ნაშთი მონიშნული პერიოდის დასაწყისისთვის აღნიშნული პარტნიორის მიხედვით, ამის შემდეგ თითოეულ სტრიქონში ჩანს ამ ანგარიშით პარტნიორის მიხედვით სადებეტო და საკრედიტო ბრუნვა იმ ანგარიშების მიხედვით, რომლებთანაც აღნიშნულ ანგარიშს ჰქონდა კორესპონდენცია აღნიშნულ პერიოდში და  ნაშთი ამ პერიოდის ბოლოს. გარდა ამისა ყველა ანგარიშის ნაშთი დახურული იქნება. ცნობარში ასახულია აგრეთვე შემდეგი ინფორმაცია,  გატარების თარიღი, მოკორესპონდენტო ანგარიში, გატარების თანხა, უკანასკნელის პოზიციით განისაზღვრება არჩეული ანგარიში დებეტშია თუ კრედიტში. ეკრანის შემდეგ ეპიზოდში ასახულია დოკუმენტის ნომერი, ანალიტიკა და გატარების კომენტარი.  

T-ანგარიშის მიღება შეიძლება დაგროვებითი ანგარიშებისთვის. ამ შემთხვევაში პირველ ეპიზოდში თარიღის შემდეგ გამოდის გატარების სადებეტო და საკრედიტო ანგარიშები.  

T-ანგარიშის უწყისის თითოეული სტრიქონის კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანების არჩევის შედეგად შეიძლება იმ დოკუმენტის  რედაქტირება, წაშლა ან კოპირება, რომლის მეშვეობით ჩაიწერა მოცემული გატარება.  

T-ანგარიში ფორმით უწყისის გამოძახება შეიძლება უწყისები ქვესიიდან, ისევე როგორც, უწყისების პარტნიორთა ნაშთები და პარტნიორთა ბრუნვა კონტექსტური მენიუდან. ამ უკანასკნელის შემთხვევაში T-ანგარიშის ფორმით უწყისის მიღება შეიძლება აგრეთვე მონიშნული სტრიქონებისთვის, რომლის დროს T-ანგარიში უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში არ არის ანგარიში და ვალუტა ველები, რადგანაც ამ  ველთა მნიშვნელობები მიიღება შესაბამისი სტრიქონებიდან. ნებისმიერ დროს განახლება ღილაკზე UI.Grid.RefreshButton (CTRL+R) დაჭერით, მიიღებთ ახალ განახლებულ T-ანგარიშის უწყისს იგივე პარამეტრებით, რომელიც აირჩიეთ დიალოგურ ფანჯარაში.

T-ანგარიში უწყისის ექსპორტირება Excel -ში შეიძლება  ლენტის  შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

T-ანგარიში უწყისის გამოძახება, შეიძლება აგრეთვე CTRL+B ღილაკების კომბინაციის აკრეფით.