პარტნიორთა ბრუნვა

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორთა ბრუნვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია რომელიმე პარტნიორთან შეხების მქონე ანგარიშის ან ანგარიშების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია

პარტნიორების ჯგუფი

პარტნიორთა ჯგუფის მონიშვნა. თუ შევსებულია, უწყისში აისახება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფის პარტნიორები.

პარტნიორი

პარტნიორის კოდის შევსება.

ანგარიში

ანგარიშის ნომრის მითითება. უწყისში შევა ამ ველში მითითებული ანგარიშის და მისი ქვეანგარიშების ბრუნვა. არ შევსების შემთხვევაში ყველა ანგარიშის ბრუნვა აისახება.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც ხდება უწყისის აგება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. უწყისის ვალუტის მითითებისას შეგიძლიათ აირჩიოთ, 1- ლარში, 2- ვალუტით, 3- ლარში და უცხ. ვალუტაში.

ანგარიშის კუთვნილების განყოფილება

აუცილებელი ველია. ანგარიშების კუთვნილების განყოფილების მითითებისას შეგიძლიათ აირჩიოთ, 1- საბალანსო, 2- ბალანსგარეშე ან 3- ყველა.

დასახელებათა ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა პარტნიორების დასახელებები.

ნულოვანი სტრიქონების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა აგრეთვე ნულოვანი ნაშთის და ბრუნვის მქონე პარტნიორები.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია უწყისი დაჯგუფდება ქვეჯამების მიხედვით. ესენია: 1 - პარტნიორი, 2 - ანგარიში.

 

უწყისში ბრუნვა ჩანს ანგარიშის საწყისი ნაშთი (დებეტი-კრედიტი), ბრუნვა (დებეტი-კრედიტი) და საბოლოო ნაშთი.

უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუდან შეიძლება პარტნიორთა T-ანგარიშის გამოძახება.