პარტნიორთა ნაშთები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორთა ნაშთები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია რომელიმე პარტნიორთან შეხების მქონე ანგარიშის ან ანგარიშების ნაშთების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი ველია. უწყისში შევა პარტნიორთა ნაშთები აღნიშნული დღის მდგომარეობით.

პარტნიორების ჯგუფი

პარტნიორთა ჯგუფის მონიშვნა. თუ შევსებულია, უწყისში აისახება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფის პარტნიორები.

პარტნიორი

პარტნიორის კოდის შევსება.

ანგარიში

ანგარიშის ნომრის მითითება. უწყისში შევა ამ ველში მითითებული ანგარიშის და მისი ქვეანგარიშების ნაშთები. არ შევსების შემთხვევაში ყველა ანგარიშის ნაშთი აისახება.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც ხდება უწყისის აგება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. უწყისის ვალუტის მითითებისას შეგიძლიათ აირჩიოთ 1- ლარში, 2- ვალუტით, 3- ლარში და უცხ. ვალუტაში.

ანგარიშის კუთვნილების განყოფილება

აუცილებელი ველია. ანგარიშების კუთვნილების განყოფილების მითითებისას შეგიძლიათ აირჩიოთ 1- საბალანსო, 2- ბალანსგარეშე ან 3- ყველა.

დასახელებათა ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა პარტნიორების დასახელებები.

ნულოვანი სტრიქონების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა აგრეთვე ნულოვანი ნაშთის მქონე პარტნიორები.

თარიღის მიხედვით გახსნილები

თუ მონიშნულია, პარტნიორის ნაშთი აღნიშნული დღის მდგომარეობით აისახება წარმოშობის თარიღის მიხედვით გახსნილი.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია უწყისი დაჯგუფდება ქვეჯამების მიხედვით. ესენია: 1 - პარტნიორი, 2 - ანგარიში.

 

უწყისში პარტნიორთა ნაშთები ჩანს ანგარიშის ნაშთი (დებეტი-კრედიტი) აღნიშნული დღის ბოლოსთვის.

უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუდან შეიძლება პარტნიორის T-ანგარიში, საგადახდო დავალება, პარტნიორის ანგარიშის გადაფასება და პარტნიორტა ნაშთები დახურვა ბრძანებების გამოძახება.