პარტნიორთა ოპერაციები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორთა ოპერაციები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ უწყისში აისახება სისტემაში რეგისტრირებული ის გატარებები რომელთაც კავშირი აქვთ პარტნიორებთან. ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში.

პარტნიორის ჯგუფი დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო და საკრედიტო პარტნიორთა ჯგუფის მითითება.

პარტნიორი დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო პარტნიორების კოდები.

ანგარიში დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო ანგარიშების ნომრები.

ვალუტა დებეტი/კრედიტი

შესაბამისად სადებეტო და საკრედიტო ანგარიშების ვალუტების შევსება. ჟურნალი აიგება აღნიშნული ვალუტების მიხედვით.

დოკუმენტის ტიპი

დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ველთან მდებარე ამოსარჩევი სიიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მონიშნული დოკუმენტის ტიპის გატარებები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა გატარება.

ვალუტების ჩვენება

თუ მონიშნულია, ჟურნალში შევა აგრეთვე გატარების ანალიტიკა სადებეტო/საკრედიტო ანგარიშები და მათი დასახელებები.

გატარებები დალაგებულია თარიღის მიხედვით. თუ რაიმე ველი (დებეტი ან კრედიტი) შევსებულია მაშინ, ჟურნალში შევა ის გატარებები, რომელთა შესაბამისი ველები ემთხვევა ამ მნიშვნელობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ველი იგნორირდება. თუ ალამი მონიშნულია ჟურნალის აგებისას გაითვალისწინება პარტნიორის ჯგუფი დებეტი/კრედიტი, პარტნიორი დებეტი/კრედიტი, ანგარიში დებეტი/კრედიტი, ვალუტა დებეტი/კრედიტი ველების დებეტი და კრედიტი მნიშვნელობები.

რედაქტირება, ასლი და წაშლა ბრძანებებით რედაქტირდება, კოპირდება და წაიშლება გატარების დოკუმენტი.

ნახვა ამობეჭდვამდე ბრძანება ასახავს დოკუმენტის საბეჭდ ფორმას.

ჟურნალის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუს ანგარიშთა კორესპონდენციის შემოწმება ოპერაციით მოწმდება გატარებების ანგარიშების კორესპონდენციები დირექტორიაში ანგარიშთა კორესპონდენციები . კორესპონდენციების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ შეესაბამება დირექტორიას, სისტემა ქმნის უწყისს ამის შესახებ.