პარტნიორთა მონახაზი გატარებების ჟურნალი

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორთა მონახაზი გატარებების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ამ ჟურნალში აისახება სისტემაში მონახაზ მდგომარეობაში მყოფი ის გატარებები რომელთაც კავშირი აქვთ პარტნიორებთან. ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში.

პარტნიორის ჯგუფი დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო და საკრედიტო პარტნიორთა ჯგუფის მითითება.

ანგარიში დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო ანგარიშების ნომრები.

პარტნიორები დებეტი/კრედიტი

გატარებაში მონაწილე სადებეტო ან საკრედიტო პარტნიორების კოდები.

ვალუტა დებეტი/კრედიტი

შესაბამისად სადებეტო და საკრედიტო ანგარიშების ვალუტების შევსება. ჟურნალი აიგება აღნიშნული ვალუტების მიხედვით.

დოკუმენტის ტიპი

დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მონიშნული დოკუმენტის ტიპის გატარებები, ხოლო თუ ველი ცარიელია ყველა გატარება.

ვალუტების ჩვენება

თუ მონიშნულია, ჟურნალში შევა აგრეთვე გატარების ანალიტიკა დებეტი/კრედიტი ანგარიშები და მათი დასახელებები.

გატარებები დალაგებულია თარიღის მიხედვით. თუ რაიმე ველი (დებეტი ან კრედიტი) შევსებულია მაშინ, ჟურნალში შევა ის გატარებები, რომელთა შესაბამისი ველები ემთხვევა ამ მნიშვნელობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ველი იგნორირდება. თუ ალამი მონიშნულია ჟურნალის აგებისას გაითვალისწინება პარტნიორის ჯგუფი დებეტი/კრედიტი ,ანგარიში დებეტი/კრედიტი, პარტნიორები დებეტი/კრედიტი, ვალუტა დებეტი/კრედიტი ველების დებეტი და კრედიტი მნიშვნელობები.

რედაქტირება, ასლი და წაშლა ბრძანებებით რედაქტირდება, შეიქმნება ასლი და წაიშლება გატარების დოკუმენტი.

ნახვა ამობეჭდვამდე ბრძანება ასახავს დოკუმენტის საბეჭდ ფორმას.

ჟურნალის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონებისთვის კონტექსტური მენიუს ანგარიშთა კორესპონდენციის შემოწმება ოპერაციით მოწმდება გატარებების ანგარიშების კორესპონდენციები ანგარიშთა კორესპონდენციები ცნობარში. კორესპონდენციების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ შეესაბამება დირექტორიას, სისტემა ქმნის უწყისს ამის შესახებ.