ბეჭდვა

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო > ჩამონათვალი >

ბეჭდვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

საბეჭდი ფორმა (წინახედი)

­­­­­ჩამონათვალის საბეჭდი ფორმის ნახვისთვის, საჭიროა ლენტის მთავარი ჩანართის, ბეჭდვა ჯგუფის, ღილაკზე ნახვა ამობეჭდვამდე დაჭერა ან SHIFT+F5 ღილაკების კომბინაციის აკრეფა.

UI.Grid.PrintPreviewButton

 

საბეჭდი ფორმის ფანჯარასთან მუშაობა, აღწერილია განყოფილებაში საბეჭდი ფორმა (წინახედი).

UI.Grid.PrintPreview

 

 

ბეჭდვა დიალოგური ფანჯრის მეშვეობით

ჩამონათვალის ამობეჭდვისთვის საჭიროა ლენტის მთავარი ჩანართის ჯგუფში ბეჭდვა  ღილაკზე ამოიბეჭდოს დაუყოვნებლივ დაჭერა ან CTRL+P  ღილაკების კომბინაციის აკრეფა.

UI.Grid.QuickPrint

 

გაიხსნება დიალოგური ფანჯარა Print. 

 

UI.PrintPreview.PrintDialog                

 

მოაწესრიგეთ ბეჭდვისთვის აუცილებელი პარამეტრები და დააჭირეთ ღილაკს Print  .

 

ბეჭდვის პარამეტრები

სისტემაში თითოეული ჩამონათვალისთვის შესაძლებელია ბეჭდვის საკუთარი პარამეტრების შეყვანა. საწყისისთვის გამოდის სისტემის პარამეტრებში (პარამეტრები -> ბეჭდვის პარამეტრები) შეყვანილი მნიშვნელობები.

ჩამონათვალის საბეჭდი ფორმის შესაცვლელად საჭიროა ლენტის მთავარი ჩანართის, ბეჭდვა ჯგუფის, ღილაკზე ბეჭდვის პარამეტრები დაჭერა.

 

UI.Grid.PrintOptionsRibbon

 

გაიხსნება დიალოგური ფანჯარა ბეჭდვის პარამეტრები.

 

UI.Grid.PrintOptions

 

აქ შეიძლება შემდეგი პარამეტრების შეყვანა

ფურცლის ორიენტაციის შეცვლა (სიგრძეზე ან სიგანეზე)

მინდვრების შეცვლა

პარამეტრების და გაფილტვრის პირობების ამობეჭდვის ვარიანტების შერჩევა

კომპიუტერის მიმდინარე თარიღის ამობეჭდვა

ფურცლების ნუმერაციის ბეჭდვა

ჩამონათვალის ერთ გვერდზე ჩატევა

გვერდების წყვეტების გათვალისწინება

კომპანიის დასახელების ამობეჭდვა

საბეჭდ ფორმაში ბადის ხაზების ჩვენება

შეიყვანეთ ბეჭდვისთვის საჭირო პარამეტრები და დააჭირეთ OK ღილაკს.