პარამეტრები

ექსპლორერი:  სამუშაო გარემო > ჩამონათვალი >

პარამეტრები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

პარამეტრების შეყვანა

ზოგიერთ ჩამონათვალში, გვეძლევა საშუალება ვმართოთ ინფორმაცია მართვა პარამეტრების მეშვეობით. ჩამონათვალის გამოტანამდე გამოდის დიალოგური ფანჯარა, სადაც შეიყვანება პარამეტრების მნიშვნელობები.

მაგალითის სახით განვიხილოთ დოკუმენტების ჟურნალი. დიალოგურ ფანჯარაში ნებადართულია პერიოდის, დოკუმენტების ტიპის, მდგომარეობის და პარტნიორის შერჩევა. შერჩეულ მნიშვნელობებზე დამოკიდებულად ჩამონათვალში შევა შესაბამისი დოკუმენტები.

 

UI.Grid.ParametersDialogWindow

ჩამონათვალის პარამეტრების რედაქტირებისთვის საჭიროა დააჭიროთ ლენტის მთავარი ჩანართის, მონაცემები ჯგუფის, პარამეტრების შეცვლა ღილაკს, ან CTRL+G ღილაკების კომბინაციას.

 

UI.Grid.Parameters

 

დიალოგურ ფანჯარაში პარამეტრების შეცვლის დადასტურებისთვის დააჭირეთ OK ღილაკს.

 

პარამეტრების გამოტანა

პარამეტრების გამოტანისთის საჭიროა დააჭიროთ ლენტის მონაცემები ჩანართის, ხედი ჯგუფის,  ღილაკს პარამეტრების ნახვა .

 

UI.Grid.ParametersPanelButton

 

ღილაკზე დაჭერისას ფანჯრის ქვედა მხარეს, აისახება პარამეტრების განყოფილება.

 

UI.Grid.ParametersPanel

 

განყოფილების დახურვისთვის, კვლავ დააჭირეთ ღილაკს პარამეტრების ნახვა ან ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ჯვარს.

 

პარამეტრების ბეჭდვის კონფიგურაცია

ჩამონათვალის ბეჭდვის ფორმაში პარამეტრების შესატანად საჭიროა ლენტის მთავარი ჩანართის ჯგუფის ბეჭდვა  ღილაკზე ბეჭდვის პარამეტრები  დაჭერა და ყოველთვის ამოიბეჭდოს ან ამოიბეჭდოს თუ ხილვადია პარამეტრებიდან ერთის ამორჩევა.

ყოველთვის ამოიბეჭდოს პუნქტის მონიშვნით, პარამეტრები შევა საბეჭდ ფორმაში, ჩამონათვალში მათი ასახვისგან დამოუკიდებლად.

ამოიბეჭდოს თუ ხილვადია პუნქტის მონიშვნით, პარამეტრების შევა საბეჭდ ფორმაში, როდესაც ჩამონათვალში ასახული იქნება პარამეტრები.

 

UI.Grid.Parameters.PrintOptions

საბეჭდ ფორმაში პარამეტრები ასახულია ჩამონათვალამდე ზედა მხარეს.

UI.Grid.Parameters.PrintPreview