პარტნიორთა ბრუნვა

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორთა ბრუნვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში აისახება პარტნიორების ნაშთები აღნიშნული პერიოდის დასაწყისში და ბოლოსთვის, ისევე როგორც ამ პერიოდში დავალიანების ცვლილება (მატება ან კლება).
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა პარტნიორების ნაშთები აღნიშნული პერიოდის დასაწყისისთვის და ბოლოსთვის, ისევე როგორც ამ პერიოდში დავალიანების ცვლილება (მატება ან კლება).

ჯგუფი

პარტნიორის ჯგუფის მითითება. შევსების შემთხვევაში უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი პარტნიორები ბრუნვა, წინააღმდეგ შემტხვევაში ყველა პარტნიორის.

პარტნიორი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული პარტნიორისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორისთვის. თუ ველი ჯგუფის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების შერჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი მომწოდებლის შერჩევა.

ხელშეკრულება

ველი შევსება შეიძლება, როდესაც მითითებულია პარტნიორი. შევსების შემთხვევაში უწყისში ჩანს მხოლოდ მოცემული ხელშეკრულებით ნაშთები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაშთი ყველა ხელშეკრულებით.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც აიგება უწყისი. თუ ველი ხელშეკრულება შევსებულია ავტომატურად მოცემული ხელშეკრულების ვალუტა ივსება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში.

ხელშეკრულებების მიხედვით გახსნილი

თუ მონიშნულია ალამი, უწყისში სხვადასხვა ხელშეკრულებით ნაშთები ჩანს ცალკე სტრიქონებით.

გახსნილი ოპერაციების მიხედვით

თუ ჩართულია ალამი უწყისში ჩანს, თუ პარტნიორის დავალიანების მატება ან კლება რომელი ოპერაციის შედეგი იყო.

უწყისში პარტნიორთა ბრუნვის ჟურნალი ჩანს პარტნიორის საწყისი ნაშთი, ბრუნვა და საბოლოო ნაშთი.
უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება პარტნიორის ბარათის გამოძახება.