პარტნიორების ნაშთები

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორების ნაშთები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია პარტნიორის ნაშთების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია. უწყისში შევა პარტნიორების ნაშთები, ამ თარიღის მდგომარეობით.

ჯგუფი

პარტნიორის ჯგუფის მითითება. შევსების შემთხვევაში უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი პარტნიორები.

პარტნიორი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული პარტნიორისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორისთვის. თუ ველი ჯგუფის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების შერჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი მომწოდებლის შერჩევა.

ხელშეკრულება

ველი შევსება შეიძლება, როდესაც მითითებულია პარტნიორი. შევსების შემთხვევაში უწყისში ჩანს მხოლოდ მოცემული ხელშეკრულებით ნაშთები, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაშთი ყველა ხელშეკრულებით.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც აიგება უწყისი. თუ ველი ხელშეკრულება შევსებულია ავტომატურად მოცემული ხელშეკრულების ვალუტა ივსება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში.

ხელშეკრულებების მიხედვით გახსნილი

თუ მონიშნულია ალამი, უწყისში სხვადასხვა ხელშეკრულებით ნაშთები ჩანს ცალკე სტრიქონებით.

პარტნიორის მონაცემების ჩვენება

თუ მონიშნულია ალამი, უწყისში გამოისახება პარტნიორის მონაცემები.

 

უწყისში პარტნიორების ნაშთები ჩანს პარტნიორის ნაშთი მოცემული დღის ბოლოს მდგომარეობით.

უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება პარტნიორის ბარათის გამოძახება ან პარტნიორთა ჯგუფური გადაფასების შექმნა.