პარტნიორთა ჯგუფური გადაფასება

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები > დამხმარე დოკუმენტები >

პარტნიორთა ჯგუფური გადაფასება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

დოკუმენტი პარტნიორთა ჯგუფური გადაფასება გათვალისწინებულია პარტნიორების სავალუტო ნაშთების ჯგუფური გადაფასებისთვის. დოკუმენტი აიგება უწყისიდან პარტნიორების ნაშთები, გადაფასებისთვის განკუთვნილი სტრიქონების მონიშვნით. გადაფასების დროს სისტემა გამოიყენებს ცნობარში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის დოკუმენტის თარიღით დაფიქსირებულ კურსს. მსგავსი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში ამოირჩევა ყველაზე ახლოს მდგარი თარიღით სტრიქონი.

დოკუმენტს აქვს შემდეგი სახე.

 

Purchases_Documents_SupportingDocuments_parntersGroupRevaluation

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

გადაფასების თარიღი. სისტემა ავტომატურად მიმდინარე თარიღს გვთავაზობს.

დოკუმენტის N

გადაფასების რიგითი ნომერი. მისი შევსება შეიძლება ველში სალაროები, სალაროს ნუმერაციის შესაბამისად. ისი გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების კომბინაციის აკრეფით ან ველზე მიბმული paytik ღილაკით.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობის მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები .

 

ამის შემდეგ ივსება გადაფასებისთვის განკუთვნილი პარტნიორების ჩამონათვალი, სადაც არის ახალი სტრიქონის დამატების add16, წაშლის Trash-icon16  და მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16  ღილაკები.

ველთა დანიშნულებები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

პარტნიორის კოდი

პარტნიორის კოდი, ვისი სავალუტო ნაშთიც გადაფასდება.

დასახელება

პარტნიორის დასახელება.

ხელშეკრულება

პარტნიორის გადასაფასებელი სავალუტო ხელშეკრულების კოდი.

ვალუტა

ხელშეკრულების ვალუტა, არ ექვემდებარება რედაქტირებას.

თანხა

გადაფასების შედეგად ნაშთის სალარო ექვივალენტის ცვლილება. ჩამონათვალის შევსებისას ამ ველში ჩანს 0, თანხები აისახება ჩამონათვალში დოკუმენტის ჩაწერის შემდეგ. არ ექვემდებარება რედაქტირებას.