პარტნიორების ოპერაციები

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები > პარტნიორთა უწყისები >

პარტნიორების ოპერაციები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია პარტნიორებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მოცემულ პერიოდში პარტნიორთან ჩატარებული ოპერაციები.

ჯგუფი

პარტნიორის ჯგუფის მითითება. შევსების შემთხვევაში უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი პარტნიორების ოპერაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორების ოპერაციები.

პარტნიორი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული პარტნიორისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორისთვის. თუ ველი ჯგუფის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ პარტნიორების შერჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი მომწოდებლის შერჩევა.

ხელშეკრულება

ველი შევსება შეიძლება, როდესაც მითითებულია პარტნიორი. შევსების შემთხვევაში უწყისში ჩანს მხოლოდ მოცემული ხელშეკრულებით ოპერაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპერაციები ყველა ხელშეკრულებით.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც აიგება უწყისი. თუ ველი ხელშეკრულება შევსებულია ავტომატურად მოცემული ხელშეკრულების ვალუტა ივსება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში.

დოკუმენტის ტიპი

დოკუმენტის ტიპის მითითება. ჩამონათვალიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე დოკუმენტის ტიპის მითითება.

უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის მიმდინარე სტრიქონის (დოკუმენტის) საბეჭდი ფორმის ნახვა, რედაქტირება, კოპირება ან წაშლა.