სალაროს ბარათი

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები > სალაროს/ბანკის უწყისები >

სალაროს ბარათი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია რომელიმე სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ბარათის სახით ინფორმაციის მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად ამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მოცემულ პერიოდში პარტნიორთან დაკავშირებული ოპერაციები.

სალარო

სალაროს კოდის შევსება. აუცილებელი ველია.

ვალუტა

თუ შევსებულია, უწყისში შევა მხოლოდ მოცემული ვალუტით შესრულებული ოპერაციები.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში.

პარტნიორი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისში შევა მხოლოდ ის სალარო ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ პარტნიორთან.

ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს

თითოეული დღის ოპერაციების ბოლოს გამოდის სალაროს ნაშთი დღის ბოლოსთვის.

პარტნიორის მიხედვით დაჯგუფება

თუ მონიშნულია ალამი უწყისში ერთი და იგივე პარტნიორთან დაკავშირებული ყველა შემოსავლები და გასავლები აისახება ერთი სტრიქონით.