საბანკო ანგარიშების ნაშთები

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები > სალაროს/ბანკის უწყისები >

საბანკო ანგარიშების ნაშთები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.  

ველი

დანიშნულება

თარიღი

აუცილებელი თარიღი ტიპის ველია. უწყისში აისახება საბანკო ანგარშების ნაშთები ამ თარიღისთვის.

ანგარიში

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მოცემული ანგარიშისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ანგარიშისთვის.

ვალუტა

ივსება ვალუტა, რომლის მიხედვით აიგება უწყისი.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში.

 

უწყისში საბანკო ანგარიშების ნაშთები ჩანს ანგარიშის ნაშთი აღნიშნული დღის ბოლოსთვის.

უწყისის მიმდინარე სტრიქონის ან მონიშნული სტრიქონების კონტექსტური მენიუდან შეიძლება საბანკო ანგარიშის ბარათის გამოძახება.