უწყისი გათვალისწინებულია საბანკო ანგარიშების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მოცემულ პერიოდში საბანკო ანგარიშების ბრუნვა. |
ანგარიში |
თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მოცემული ანგარიშისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ანგარიშისთვის. |
ვალუტა |
თუ ველი შევსებულია, უწყისში აისახება მოცემული ვალუტით ბრუნვა. |
ანგარიშგების ვალუტა |
აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში. |
უწყისში საბანკო ანგარიშების ბრუნვის ჟურნალი აისახება ანგარიშის საწყისი ნაშთი, ბრუნვა და საბოლოო ნაშთი.
უწყისის მიმდინარე სტრიქონის ან მონიშნული სტრიქონების კონტექსტური მენიუდან შეიძლება საბანკო ანგარიშის ბარათის გამოძახება.