უწყისი გათვალისწინებულია საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მოცემულ პერიოდში საბანკო ანგარიშებზე განხორციელებული შემოსავლები და გასავლები. |
ანგარიში |
თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მოცემული ანგარიშისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ანგარიშისთვის. |
ვალუტა |
თუ ველი შევსებულია, უწყისში აისახება მოცემული ვალუტით შესრულებული ოპერაციები. |
ანგარიშგების ვალუტა |
აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში. |
დოკუმენტის ტიპი |
დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე დოკუმენტის ტიპი. |
პარტნიორების ჩვენება |
თუ ალამი მონიშნულია, უწყისში შევა მონაცემები აგრეთვე პარტნიორების შესახებ (კოდი, დასახელება და ხელშეკრულება). |
პარტნიორი |
თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისში შევა მხოლოდ ის ოპერაციები რომლებიც დაკავშირებულია მოცეულ პარტნიორთან. ველის შევსება შეიძლება როდესაც ჩართულია ალამი პარტნიორების ჩვენება. |
უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის მიმდინარე სტრიქონის (დოკუმენტის) საბეჭდი ფორმის ნახვა, რედაქტირება ან მისი წაშლა.