სალაროების ოპერაციების ჟურნალი

ექსპლორერი:  შესყიდვები > უწყისები > სალაროს/ბანკის უწყისები >

სალაროების ოპერაციების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი გათვალისწინებულია სალაროებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მოცემულ პერიოდში სალაროებში განხორციელებული შემოსავლები და გასავლები.

სალარო

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული სალაროსთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა სალაროსთვის

ვალუტა

თუ შევსებულია, უწყისში შევა მხოლოდ მოცემული ვალუტით შესრულებული ოპერაციები.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. თუ ველში შევსებულია მნიშვნელობა 1 - თანხების ჩვენება ლარში, მაშინ უწყისში ყველა თანხა ლარში აისახება. 2- თანხების ჩვენება ვალუტაში, თანხები აისახება ვალუტაში, 3 - თანხების ჩვენება ლარში და ვალუტაში უწყისში აისახება თანხები ვალუტაში და მათი ექვივალენტი ლარში.

დოკუმენტის ტიპი

დოკუმენტის ტიპის მონიშვნა. ველთან მდებარე ამორჩევის სიიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე დოკუმენტის ტიპის მონიშვნა.

პარტნიორთა ჩვენება

თუ ალამი ჩართულია, უწყისში შევა აგრეთვე მონაცემები პარტნიორების შესახებ (კოდი, დასახელება და ხელშეკრულება).

პარტნიორი

თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისში შევა მხოლოდ ის ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ პარტნიორთან. ველის შევსება შეიძლება, როდესაც მონიშნულია ალამი პარტნიორთა ჩვენება.

უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის მიმდინარე სტრიქონის საბეჭდი ფორმის ნახვა, რედაქტირება, კოპირება ან წაშლა, ასევე შესაძლებელია ისტორიის დათვალიერება.