ჟურნალში აისახება საანგარიშო პერიოდში სისტემიდან წაშლილი ყველა საბუთი.
ამ ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
აუცებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული საბუთები. |
ტიპი |
საბუთის ტიპი. ველზე მიბმული სიიდან შეიძლება საბუთის ერთი ან რამოდენიმე ტიპის მონიშვნა. ჟურნალში შევა მხოლოდ მონიშნული ტიპის საბუთები, ხოლო ველის არ შევსების შემთხვევაში ყველა ტიპის საბუთი. |
პარტნიორი |
ჟურნალში შევა მხოლოდ აღნიშნულ პარტნიორთან დაკავშირებული საბუთები. |
ჟურნალის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:
• | რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება |
• | ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა |
• | წაშლა.დოკუმენტის წაშლა. |