ფუნქციის RS.GE-ის მომხმარებლის მართვა მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მართოთ სისტემაში შემოსავლების სამსახურის საიტის მომხმარებლები. ბრძანებაზე ხელის დაჭერის შემდეგ გამოდის RS.GE-ზე ავტორიზაციის ფანჯარა. ამ ფუნქციის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადმინისტრატორს. წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში გამოდის შემოსავლების სამსახურის სისტემის მომხმარებლების ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს შემდეგ სვეტებს:
RS.GE-ს მომხმარებელი - იწერება შემოსავლების სამსახურის მომხმარებლის სახელი.
შენიშვნა - იწერება შენიშვნა, დამატებითი რეკვიზიტები მომხმარებლის შესახებ.
IP მისამართი - მომხმარებლის კომპიუტერის IP მისამართი.
მარჯვენა ღილაკზე დაჭერით იხსნება კონტექსტური მენიუ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომხმარებლის რედაქტირება. გახსნილი ფანჯარა შეიცავს შემდეგ ველებს:
ველი |
დანიშნულება |
RS.GE-ს მომხმარებელი |
ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. |
დასახელება |
ექვემდებარება რედაქტირებას. |
პაროლი |
ექვემდებარება რედაქტირებას. გამოიყენება მომხმარებლის პაროლის შეცვლის მიზნით. |
დაადასტურეთ პაროლი |
ექვემდებარება რედაქტირებას. გამოიყენება მომხმარებლის პაროლის შეცვლის მიზნით. |
IP მისამართი |
ექვემდებარება რედაქტირებას. გვაჩვენებს IP მისამართს რომელიც ჩვენ შევავსეთ. |
კომპიუტერის IP მისამართი RS.GE-სთვის |
არ ექვემდებარება რედაქტირებას. ავტომატურად ავსებს სისტემა. |