გადაადგილების დოკუმენტები

ექსპლორერი:  საწყობი > ჟურნალები >

გადაადგილების დოკუმენტები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ჟურნალში აისახება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში სმფ-ს გადაადგილების ყველა დოკუმენტი. ჟურნალის შესაქმნელად გამოსული ფანჯარა შეიცავს შემდეგ ველებს. 

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. ჟურნალში შევა მხოლოდ ამ პერიოდში რეგისტრირებული დოკუმენტები.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. შესაძლებელია აირჩიოთ: 0 რეგისტრირებული ან მონახაზი, 1 მონახაზი, 2 რეგისტრირებული, 3 წაშლილი.  ჟურნალში შევა დოკუმენტები მდგომარეობით, რომელსაც აირჩევთ.

გაფართოებული

მოსანიშნი ტიპის ველია ,თუ გამორთულია,  ჟურნალი იქმნება ზედნადების შესახებ ძირითადი ინფორმაციით. თუ ალამი ჩართულია, მაშინ მოხდება ზედნადებების შესახებ  დამატებითი ინფორმაციის ჩვენება. მაგალთად: RS.GE-ზე მდგომარეობა, ტრანსპორტირების დაწყების ტარიღი და ა.შ.

 

ჟურნალის სვეტები, როდესაც არ არის ჩართული ალამი  გაფართოებული შეიცავს დოკუმენტის შემდეგი ველების მონაცემებს:

ველი

დანიშნულება

თარიღი

შექმნის თარიღი.

დოკუმენტის N

დოკუმენტის რიგითი ნომერი.

ზედნადების N

ზედნადების ნომერი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

თანხა

ძირითადი თანხა.

კომენტარი

დოკუმენტის კომენტარი.

მდგომარეობა

დოკუმენტის მდგომარეობა. დოკუმენტი შესაძლოა იმყოფებოდეს მონახაზ ან რეგისტრირებულ მდგომარეობაში. რეგისტრირებული მდგომარეობისგან განსხვავებით, მონახაზ მდგომარეობაში, დოკუმენტი არ აისახება სისტემის არც ერთ აღრიცხვაში. იგი ემსახურება მხოლოდ დოკუმენტში შევსებული მნიშვნელობების დამახსოვრებას. დოკუმენტების მდგომარეობის შეცვლა შეიძლება რედაქტირების დროს ან კონტექსტური მენიუს შესაბამისი ბრძანებით.

გატარება

მოცემული დოკუმენტის გატარებების რეგისტრაციის ტიპს აჩვენებს.

თუ, გატარებები ჩაწერილია ავტომატურად, მაშინ გამოსახული იქნება greenstyle_09_star. რედაქტირების რეჟიმით ჩაწერილი გატარებების შემთხვევაში გამოსახულია redstyle_09_star . გატარების გარეშე დოკუმენტებისთვის სვეტის მნიშვნელობა იქნება ცარიელი.

მომხმარებელი

მომხმარებლის სახელი. იმ მომხმარებლის სახელის მითითება, რომელმაც შეიტანა ბოლო ცვლილება მოცემულ დოკუმენტში.

ბოლო ცვლილება

დოკუმენტის ბოლო რედაქტირების თარიღი და დრო.

ალამის გაფართოებული მონიშვნის შემთხვევაში გამოდის დამატებითი ველები. ესენია:

ველი

დანიშნულება

RS.GE-ზე მდგომარეობა

RS.GE-ზე ზედნადების მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

RS.GE-ის სტატუსი

RS.GE-ის ზედნადების სტატუსი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ დოკუმენტთან.

ზედნადების ID

ზედნადების ID.

ტრანსპ. დაწყების თარიღი

ტრანსპორტირების დაწყების რიცხვი/თვე/წელი