რა არის ანალიტიკური ჯგუფები?        

ექსპლორერი:  სტატიები >

რა არის ანალიტიკური ჯგუფები?        

Previous pageReturn to chapter overview

ანალიტიკური ჯგუფები ემსახურება ანგარიშის დამატებითი ანალიტიკური აღრიცხვის ორგანიზებას. ანალიტიკური ჯგუფების გამოყენებისას, გატარებაში ანგარიშის არჩევის შემდეგ შესაძლებებლია ანგარიშისთვის ანალიტიკის დაზუსტება.

მაგალითად, ანალიტიკური ჯგუფების მეშვეობით შესაძლებელია შემოსავლებისა და ხარჯების გაკონტროლება პროექტების, სტატიების, ქვეგანყოფილებების ან ბიზნესის მიმართულებების (სეგმენტების) მიხედვით.

მომავალში შესაძლებელი იქნება დეტალური მონაცემების ნახვა ანალიტიკური ჯგუფების ჭრილში. კერძოდ, შეიძლება დაფორმირდეს ნაშთების, ბრუნვებისა და გატარებების ჟურნალების უწყისები ანალიტიკური ჯგუფების მიხედვით.

პროგრამაში შესაძლებელია არაუმეტეს ორი ანალიტიკური ჯგუფის  გამოყენება. ანალიტიკური ჯგუფების მაქსიმალური რაოდენობა მიეთითება მომხმარებლის მიერ  პროგრამის პარამეტრებში (ჩანართი ზოგადი პარამეტრი ანალიტიკური ჯგუფების რაოდენობა).

მნიშვნელობების სიის შენახვას ემსახურება ამავე სახელწოდების მქონე დირექტორიები ქვესისტემაში ბუღალტერია (ანალიტიკური ჯგუფები 1 და ანალიტიკური ჯგუფები 2). დირექტორიები წარმოდგენილია იერარქიულად, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევკრიბოთ ჯგუფში ერთი ტიპის სტრიქონები.

ანალიტიკური ჯგუფების გამოყენებისას დოკუმენტების ფორმებში ჩნდება ველები დირექტორიებიდან მნიშვნელობების შეყვანისათვის. გატარებების ფორმირებისას მითითებული მნიშვნელობები ავტომატურად ჯდება ანგარიშის ანალიტიკაში, რომლისთვისაც ანგარიშთა გეგმაში მონიშნულია ანალიტიკური ჯგუფების მიხედვით აღრიცხვა.