რა შემთხვევაში შეიძება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და ძირითადი საშუალებების ნაშთებს შორის

ექსპლორერი:  სტატიები >

რა შემთხვევაში შეიძება მოხდეს გადახრა სინთეტიკური ანგარიშების და ძირითადი საშუალებების ნაშთებს შორის

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემა AS-Accountant 7-თან მუშაობის დროს შეიძლება შეიქმნას მდგომარეობა, როდესაც მოცემული თარიღით სინთეტიკური ანგარიშის ნაშთი განსხვავდება ამ ანგარიშით აღრიცხული ძირითადი საშუალებების ჯამისგან.

ძირითადი საშუალებების ანალიტიკური და სინთეტიკური რიცხვების შესამოწმებლად ერთი და იგივე თარიღით უნდა გამოიძახოთ ქვესისტემა ბუღალტერიიდან ნაშთები და ქვესისტემა ძირითადი საშუალებებიდან უწყისი კატალოგის მიხედვით უწყისები. ბრძანებაში უწყისი კატალოგის მიხედვით უნდა მონიშნოთ ერთი და იგივე ანგარიშით აღრიცხული ძირითადი საშუალებების სტრიქონები და მთლიანი საბალანსო ღირებულებების და დარიცხული ცვეთის ჯამები შეადაროთ უწყისი ნაშთების სინეთეტიკური ანგარიშების ნაშთებს.

KBArticles.AccFADisbalance

გადახრები შეიძლება გამოწვეულ იქნას შემდეგი პირობებით.

ძირითად საშუალებებზე შესრულებული ოპერაციები, რომელთა სინთეტიკური გატარებები არ ჩაწერილა.

ძირითადი საშუალებების აღრიცხვისთვის გათვალისწინებული დოკუმენტის გატარებების ანგარიშები და თანხები რედაქტირებულია მომხმარებლის მიერ და არ შეესაბამება შეყვანილ ძირითად საშუალებას.

სინთეტიკური ანგარიშით ჩაწერილ იქნა გატარებები, რომელთა საფუძველი ძირითადი საშუალების აღრიცხვისთვის გათვალისწინებული დოკუმენტი არ არის, მაგალითად მემორიალური ორდერი.

გადახრის მიზეზების დასადგენად უნდა შეასრულოთ შემდეგი პუნქტები.

გადახრის პირველი თარიღის დადგენა

იპოვოთ ის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გადახრის მიზეზს. ამისათვის უნდა გამოიძახოთ გადახრის თარიღისთვის ძირ.საშ.-ის ოპერაციების ჟურნალი და შეამოწმოთ, არის თუ არა ყველა დოკუმენტის ბუღალტრული გატარებები ჩაწერილი (ამ დოკუმენტებისთვის ველი გატარებები ცარიელია), ან შეესაბამება თუ არა გატარებების თანხები ძირ.საშ. ღირებულების მნიშვნელობებს (ამ დოკუმენტებისთვის ველში გატარებები არის ნიშანი redstyle_09_star ):  

თუ მე-2 პუნქტში აღნიშნული შემთხვევები არ აღმოჩენილა ან აღმოჩენის და მოწესრიგების შემდეგ გადახრა არ აღმოფხვრილა, მაშინ უნდა გამოიძახოთ შესამოწმებელი ანგარიშის გატარებების ჟურნალი ან T-ანგარიში და შეამოწმოთ, ყველა გატარებები ჩაწერილია თუ არა ძირითადი საშუალებებისთვის განკუთვნილი დოკუმენტებით?