ანალიტიკის საწყისი ნაშთები

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები > საწყისი ეტაპის უწყისები >

ანალიტიკის საწყისი ნაშთები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისში აისახება ანგარიშთა გეგმის ყველა ანალიტიკური ჯგუფის მიხედვით აღრიცხვის მქონე, ბოლო დონის ანგარიშების საწყისი ნაშთები ანალიტიკურ ჯგუფთა მიხედვით და ვალუტების მიხედვით. უწყისის სვეტებს აქვთ შემდეგი დანიშნულება.

 

სვეტი

დანიშნულება

ანგარიში

ანგარიშის კოდი.

ვალ.

ვალუტის კოდი.

პარტნიორი

ასახავს, ანგარიშის აღრიცხვა პარტნიორის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა.

ანალიტიკური ჯგუფი 1

ასახავს, ანგარიშის აღრიცხვა ანალიტიკური ჯგუფი 1-ის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა.

ანალიტიკური ჯგუფი 2

ასახავს, ანგარიშის აღრიცხვა ანალიტიკური ჯგუფი 2-ის მიხედვით მიმდინარეობს თუ არა.

საწყ. ნაშ.დებეტ ვალ.

ანგარიშის საწყისი სადებეტო ნაშთი ვალუტით.

საწყ. ნაშ.კრედიტ ვალ.

ანგარიშის საწყისი საკრედიტო ნაშთი ვალუტით.

საწყ. ნაშ.დებეტ ლარში

ანგარიშის საწყისი სადებეტო ნაშთი ლარში.

საწყ. ნაშ.კრედიტ ლარში

ანგარიშის საწყისი საკრედიტო ნაშთი ლარში.

 

უწყისიდან გახსნილი კონტექსტური მენიუ შედგება შემდეგი ბრძანებებისგან:

დამატება. ამ ბრძანების მეშვეობით შეიძლება ანგარიშის ახალი ნაშთების დამატება. ანგარიშის კოდი და ვალუტის ველი წინასწარ განსაზღვრულად ივსება მიმდინარე სტრიქონის მონაცემებით, მისი რედაქტირება ნებადართულია.

რედაქტირება. ამ ბრძანებით შეიძლება მიმდინარე ანგარიშით ნაშთის სტრიქონის რედაქტირება, რომლის დროს ნებადართულია, მხოლოდ ნაშთების ველთა რედაქტირება.  

წაშლა. ამ ბრძანების მეშვეობით შეიძლება მიმდინარე ანგარიშით ნაშთის სტრიქონის წაშლა. მისი წაშლა ნებადართულია, თუ ამ ანგარიშით, მოცემული პარტნიორით და შესაბამისი ვალუტით არ არის ჩაწერილი არც ერთი გატარება. ანგარიშის ნაშთის სტრიქონის წაშლისას მოითხოვება დამატებითი დადასტურება.  

ნებისმიერი ბრძანება სრულდება იმ ანგარიშებით, რომელთათვისაც გათვალისწინებულია აღრიცხვა ანალიტიკური ჯგუფების მიხედვით.

ანგარიშთა ნაშთების შეყვანისას, ანგარიშის ტიპის გათვალისწინება ხდება: აქტიური, პასიური ან აქტიურ-პასიური.

აქტიური ტიპის ანგარიშებისთვის ნებადართულია მხოლოდ სადებეტო ნაშთების შეყვანა.

პასიური ტიპის ანგარიშებისთვის ნებადართულია მხოლოდ საკრედიტო ნაშთების შეყვანა.

აქტიურ-პასიური ანგარიშებისთვის ნებადართულია ყველა ნაშთის შეყვანა, შემდეგი შეზღვუდით, ნებედართულია მხოლოდ სადებეტო ან მხოლოდ საკრედიტო ნაშთების შეყვანა. სადებეტო ნაშთების შეყვანის დროს საკრედიტო ნაშთების ველები უნდა შეავსოთ ნულებით და პირიქით.

ყველა ტიპის ანგარიშებისთვის ეროვნულ ფულად ერთეულში ნაშთის შეყვანა ხდება მხოლოდ საწყ. ნაშ.დებეტ ვალ. და საწყ. ნაშ.კრედიტ ვალ. ველით, რადგან ველები საწყ. ნაშ.დებეტ ლარში საწყ. ნაშ.კრედიტ ლარში არააქტიურია.

ანგარიშის ნაშთის ანალიტიკური ჯგუფის მიხედვით შეყვანისას რომელიმე ვალუტით მოწმდება,  რომ ეს ვალუტა ამ ანგარიშისთვის იყოს მისაწვდომი.

 

იხილეთ მეტი

რა არის ანალიტიკური ჯგუფები?