ანალიტიკური ჯგუფი 1-ის ბრუნვა

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები > ანალიტიკური ჯგუფების უწყისები >

ანალიტიკური ჯგუფი 1-ის ბრუნვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი ანალიტიკური ჯგუფი 1-ის ბრუნვა გათვალისწინებულია, ანალიტიკური ჯგუფი 1-ის რაიმე ანგარიშის ან ანგარიშების ბრუნვის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

აუცილებელი ველია. უწყისში შევა ანალიტიკური ჯგუფი 1-ის ნაშთები აღნიშნული დღის მდგომარეობით.

ანალიტიკური ჯგუფი 1

ანალიტიკური ჯგუფის მონიშვნა. თუ შევსებულია, უწყისში აისახება მხოლოდ აღნიშნული ჯგუფის მონაცემები.

ანგარიში

ანგარიშის ნომრის მითითება. უწყისში შევა ამ ველში მითითებული ანგარიშის და მისი ქვეანგარიშების ნაშთები. არ შევსების შემთხვევაში ყველა ანგარიშის ნაშთი აისახება.

ვალუტა

ვალუტის შევსება, რომლის მიხედვითაც ხდება უწყისის აგება.

ანგარიშგების ვალუტა

აუცილებელი ველია. უწყისის ვალუტის მითითებისას შეგიძლიათ აირჩიოთ 1- ლარში, 2- ვალუტით, 3- ლარში და უცხ. ვალუტაში.

ანგარიშის კუთვნილების განყოფილება

აუცილებელი ველია. ანგარიშების კუთვნილების განყოფილების მითითებისას შეგიძლიათ აირჩიოთ 1- საბალანსო, 2- ბალანსგარეშე ან 3- ყველა.

დასახელებათა ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა ანალიტიკური ჯგუფი 1-ის დასახელებები.

ნულოვანი სტრიქონების ჩვენება

თუ მონიშნულია, უწყისში შევა აგრეთვე ნულოვანი ნაშთის მქონე ანალიტიკური ჯგუფები.

ქვეჯამები

თუ მონიშნულია უწყისი ჯგუფდება ქვეჯამების მიხედვით. შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - ანალიტიკური ჯგუფი 1, 2 - ანგარიში

უწყისში ანალიტიკური ჯგუფი 1-ის ბრუნვა ჩანს ანგარიშის საწყისი ნაშთი (დებეტი-კრედიტი), ბრუნვა (დებეტი-კრედიტი) და საბოლოო ნაშთი.

 

 

იხილეთ მეტი

რა არის ანალიტიკური ჯგუფები?