მიღებული მომსახურების ჟურნალი

ექსპლორერი:  ბუღალტერია > უწყისები >

მიღებული მომსახურების ჟურნალი

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მოცემული უწყისი განკუთვნილია მიღებული მომსახურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად. ჟურნალის შესაქმნელად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.

ველი

დანიშნულება

პერიოდი

თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა ის გატარებები, რომლებიც ჩაწერილია ამ პერიოდში.

მომწოდებელი

ივსება მომსახურების მომწოდებელი პარტნიორის კოდით. თუ არ ვავსებთ მოცემულ ველს, მაშინ უწყისი ფორმირდება ყველა მომწოდებლისთვის.

მომსახურება

ივსება მომსახურების კოდი, რომლისთვისაც ფორმირდება უწყისი. თუ არ ვავსებთ მოცემულ ველს, მაშინ უწყისი ფორმირდება ყველა მომსახურებისთვის.

უწყისს აქვს შემდეგი სახე:

BoughtServicesJournal

უწყისის მიმდინარე სტრიქონის შესაბამისი ოპერაციებია:

რედაქტირება. დოკუმენტის რედაქტირება

ნახვა ამობეჭდვამდე. დოკუმენტის საბეჭდი ფორმის ნახვა

წაშლა. დოკუმენტის წაშლა

ისტორია. დოკუმენტის ჩაწერის და რედაქტირების შესახებ უწყისი. აისახება, თუ რომელი მომხმარებლის მიერ, რომელი კომპიუტერიდან, და როდის შესრულდა ცვლილებები.