ოპერაციის ანალიტიკური ანგარიშების ნაშთების დახურვა შესასრულებლად გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს ველი მოკორესპონდენტო ანგარიში.
მიმდინარე სტრიქონის ანგარიშის ან მონიშნული ანგარიშების ნაშთები გადავა ამ მოკორესპონდენტო ანგარიშზე. ანგარიში რომელსაც აქვს ანალიტიკური ჯგუფების მიხედვით აღრიცხვა, მოკორესპონდენტო ანგარიშად მონიშვნა დაუშვებელია.
ოპერაციის შედეგად იქმნება დოკუმენტი მემორიალური ორდერი, რომლის გატარებების ველში დებეტი შევსებულია მოკორესპონდენტო ანგარიში, ხოლო კრედიტში ანგარიში, რომელსაც აქვს სადებეტო ნაშთი ან პირიქით, ველში კრედიტი ივსება მოკორესპონდენტო ანგარიში, ხოლო დებეტში ანგარიში, რომელსაც აქვს საკრედიტო ნაშთი.
მემორიალური ორდერის ველში კომენტარი ივსება წინადადება ანალიტიკური ანგარიშების ნაშთების დახურვა.