RS.GE-დან ანგარიშ-ფაქტურების დათვალიერება

ექსპლორერი:  ბუღალტერია > ოპერაციები >

RS.GE-დან ანგარიშ-ფაქტურების დათვალიერება

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ოპერაციის RS.GE-დან ანგარიშ-ფაქტურების იმპორტი საშუალებით ხდება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან ანგარიშ-ფაქტურების  ჩამოტვირთვა. ბრძანების არჩევის შემდეგ გამოდის სისტემა RS.GE-ში შესვლის ფანჯარა, სადაც უნდა შეიყვანოთ მომხმარებელი და პაროლი. წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში გამოდის დიალოგური ფანჯარა, რომელიც შედგება შემდეგი ველისგან:

ველი

დანიშნულება

გამოწერის თარიღი

აუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. სისტემაში შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მოხდება მხოლოდ იმ ანგარიშ-ფაქტურების იმპორტი, რომელიც მოცემულ პერიოდშია გამოწერილი.

ოპერაციის თარიღი

არააუცილებელი თარიღის ტიპის ველთა წყვილია. სისტემაში შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდიდან მოხდება მხოლოდ იმ ანგარიშ-ფაქტურების იმპორტი, რომელტა საოერაციო პერიოდი ემთხვევა მითითებულ პერიოდს.

დოკუმენტის RS.GE-დან ანგარიშ-ფაქტურების იმპორტი კონტექსტური მენიუდან შეგიძლიათ აირჩიოთ ბრძანება შესაბამისი დოკუმენტის გახსნა. გაიხსნება შესაბამისი დოკუმენტი გაყიდვები, თუ ის სისტემაში არსებობს.