ანგარიშები ბანკში

ექსპლორერი:  ბუღალტერია > დირექტორიები >

ანგარიშები ბანკში

Previous pageReturn to chapter overviewNext page

 ორგანიზაციის მიერ ბანკებში გახსნილი ყველა ანგარიშების დირექტორიაა. დირექტორიას ანგარიშები ბანკში აქვს შემდეგი ველები.

 

ველი

დანიშნულება

ანგარიშსწორების ანგარიში

აუცილებელი ველია. ორგანიზაციის მიერ ბანკში გახსნილი ანგარიშის ნომერი. იგი გამოიყენება დოკუმენტების საგადახდო დავალება, ანგარიშ-ფაქტურა ჩაწერისას. ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.

დასახელება

აუცილებელი ველია, რომელიც მოცემული ანგარიშსწორების ანგარიშის დასახელებაა.

ვალუტა

აუცილებელია ველია, ეთითება ანგარიშსწორების ანგარიშის რომელი ვალუტის განყოფილება იგულისხმება.

ვალუტა

აუცილებელი ველია. მიეთითება მითითებულ ანგარიშის ვალუტა.

ანგარიში

ანგარიშთა გეგმაში ანგარიშსწორების ანგარიშის შესაბამისი ანგარიშის შევსება. იგი გამოიყენება საგადახდო დავალების დოკუმენტში გატარების ავტომატური ჩაწერისას.

ძირითადი

ანგარიშსწორების ანგარიშის ძირითადობის მონიშვნა. ორგანიზაციის მიერ გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიშებიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს ძირითადი.

დოკუმენტის რიგითი ნომერი

გამოიყენება დოკუმენტში საგადახდო დავალება. დოკუმენტის ნომერი ივსება ანგარიშსწორების ანგარიშის შესაბამისი რიგითი ნომრის მიხედვით.

 

ანგარიშები ბანკში დამატებისას ან მისი რედაქტირებისას გაითვალისწინება შემდეგი ვითარებები, ძირითადი  ველი თუ არ არის მონიშნული, უბრალოდ ხდება ცვლილების ჩაწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ეს ველი მონიშნულია, თუ მოცემული მომენტისთვის არის სხვა ანგარიშსწორების ანგარიში ჩაწერილი როგორც ძირითადი დირექტორიებში ანგარიშები ბანკში, მაშინ მას მოეხსნება ეს მახასიათებელი, ხოლო შემდეგ ჩაიწერება ცვლილება.