ყველაზე გაყიდვადი ერთეულები

ექსპლორერი:  ანალიტიკური უწყისები >

ყველაზე გაყიდვადი ერთეულები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

უწყისი ყველაზე გაყიდვადი ერთეულები გათვალისწინებულია ყველა კარგად გაყიდვადი საქონლის ან მომსახების შესახებ ანალიტიკური ინფორმაციის მისაღებად. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:

 

ველი

დანიშნულება

პერიოდი

გამოითვლება აღნიშნულ პერიოდში დღიური, კვირეული, თვიური ან წლიური ნაშთები

საქონელთა ჯგუფი

აირჩევა საქონლის ან მომსახურების ჯგუფები

დიაგრამის სახეობა

დიაგრამის სახეობებიდან ერთის არჩევა (Chart-bar-icon - სვეტისებრი, chart-stock-icon - ხაზოვანი, pie-chart-icon - სამგანზომილებიანი ბირთვისებრი, chart-pie-icon - ბირთვისებრი)

ტიპი

დიაგრამის ტიპის არჩევა. შესაძლებელია შემდეგი ვარიანტების არჩევა:

ლარში (დღგ-ს გარეშე)

ლარში (დღგ-ს ჩათვლით)

USD-ით (დღგ-ს ჩათვლით)

შედარების ობიექტი

მაჩვენებლის არჩევა, რომლის მიხედვითაც აირჩევა ყველაზე გაყიდვადი ერთეულები. მაჩვენებლის სახით შეიძლება არჩეულ იქნას: რაოდენობა, შემოსავალი, მოგება, მოგება (%)

საუკეთესო

ყველაზე გაყიდვადი ერთეულებიდან რამდენის წარდგენა გსურთ. უწყისის აგება შეიძლება მაქსიმუმ 20 გაყიდული ერთეულისთვის.