უწყისი გაყიდვების ABC ანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას განვსაზღვროთ ორგანიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსები მთლიანი გაყიდვების ან მთლიანი მოგების კუთხიდან. ABC ანალიზის მიზანს წარმოადგენს მოგებასა და გაყიდვებში რესურსების წილის მარტივი, მოსახერხებელი და ინტუიტიური კლასიფიკაცია.
ანალიზი საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არამომგებიანი ან ნაკლებად მომგებიანი საქონელთა ჯგუფები, რათა დროულად გავაუმჯობესოთ და მოვახდინოთ მათი ოპტიმიზაცია.
ABC ანალიზის საფუძველია "პარეტო ეფექტიანობის კანონი" - ძალისხმევის 20% იძლევა შედეგის 80%-ს.
ABC ანალიზის პრინციპის მიხედვით რესურსები დაყოფილია 3 ჯგუფად: A, B, C.
1.A ჯგუფი უზრუნველყოფს მოგების 80%-ს და როგორც წესი, შეადგენს მთლიანი რესურსების 15-20%-ს.
2.B ჯგუფი უზრუნველყოფს მოგების15 %-ს და ძირითადად შეადგენს მთლიანი რესურსების 20-35%-ს.
3.C ჯგუფი უზრუნველყოფს მოგების 5 %-ს და ძირითადად შეადგეს მთლიანი რესურსების 50-60%-ს.
ამ ჯგუფების ზღვარი თითეული კომპანიისთვის ინდივიდუალურია და შესაძლებელია შეიცვალოს.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია. უწყისში შევა მხოლოდ ამ პერიოდის საქონლის მიხედვით გაყიდვების ABC ანალიზი. |
საქონელთა ჯგუფი |
აირჩევა საქონლის ან მომსახურების ჯგუფები. თუ ეს ველი შევსებულია ABC ანალიზის უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის მონაცემები, წინააღმდეგ შემთხვევაში - ყველა ჯგუფის საქონლის მონაცემი. |
საწყობი |
შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე საწყობის არჩევა. თუ ეს ველი შევსებულია ABC ანალიზის უწყისში შევა მხოლოდ ამ საწყობიდან გაყიდული საქონელი, წინააღმდეგ შემთხვევაში - ყველა საწყობიდან გაყიდული საქონელი. |
კლასიფიკაციის მაჩვენებელი |
აირჩევა მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც შესრულდება ABC ანალიზი. მაჩვენებლის სახით შეიძლება არჩეულ იქნას: რაოდენობა, შემოსავალი, მოგება. |
თანხის ტიპი |
აირჩევა თანხის ტიპი, რომლის მიხედვითაც შესრულდება ABC ანალიზი. შესაძლებელია შემდეგი ვარიანტების არჩევა: ლარში (დღგ-ს გარეშე), ლარში (დღგ-ს ჩათვლით), USD-ით (დღგ-ს ჩათვლით). |
A კლასიფიკაციის ლიმიტი (%) |
ინიშნება A კლასიფიკაციის ლიმიტი %-ებში. |
B კლასიფიკაციის ლიმიტი (%) |
ინიშნება B კლასიფიკაციის ლიმიტი %-ებში. |
დიაგრამის სახეობა |
დიაგრამის სახეობებიდან ერთის არჩევა ( - სვეტისებრი, - ხაზოვანი, - სამგანზომილებიანი ბირთვისებრი, - ბირთვისებრი) |
დიაგრამაში ასახული სტრიქონების რაოდენობა |
შეირჩევა სტრიქონთა რაოდენობა, რომელიც აისახება ABC ანალიზში. |