მიღებული მომსახურებები

ექსპლორერი:  შესყიდვები > დოკუმენტები > დამხმარე დოკუმენტები >

მიღებული მომსახურებები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

მიღებული მომსახურებები დოკუმენტი გათვალისწინებულია სხვა ორგანიზაციებიდან შეძენილი მომსახურების ჩასაწერად (მაგალითად: კონსულტაციური მომსახურება). დოკუმენტი შედგება 2 გვერდისგან ზოგადი და ჩამონათვალი.

ძირითადი ნაწილის ველები შემდეგია:

 

ველი

დანიშნულება

თარიღი

მიღებული მომსახურების დოკუმენტის შედგენის თარიღი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს მიმდინარე თარიღს.

დოკუმენტის N

მიღებული მომსახურებების დოკუმენტის რიგითი ნომერი. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ამ დოკუმენტის რიგით ნომერს. ამ ნომრის გამოტანა შეგიძლიათ აგრეთვე CTRL+M ღილაკების აკრეფით, ან ველთან მდებარე paytik ღილაკით. ახალ დოკუმენტზე მიმაგრებული ნომრის მიმდინარე მნიშვნელობის ნახვა და რედაქტირება შეგიძლიათ პარამეტრები ფანჯრის დოკუმენტების ნომრები გვერდზე.

 

გვერდის ზოგადი ხედი შემდეგნაირია,

 

Purchases_documents_BoughtSer

 

ველი

დანიშნულება

ჯგუფი

თუ ველი შევსებულია, მაშინ მომწოდებლის ფანჯარაში ჩანს მხოლოდ ამ ჯგუფში შემავალი მომწოდებლები.

მომწოდებელი

მომწოდებლის კოდის შევსება. თუ დირექტორიაში პარტნიორები მოცემული პარტნიორი არ არის რეგისტრირებული, შეიძლება მისი დამატება უშუალოდ ამ ფანჯრიდან avelacnel ღილაკზე დაჭერით. პარტნიორის რედაქტირებისთვის დააჭირეთ xmbagrel ღილაკს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეიყვანოთ პარტნიორი loope ღილაკზე დაჭერისას გამოსული დიალოგური ფანჯრიდან.

ხელშეკრულება

პარტნიორთან არსებული ხელშეკრულების კოდის შევსება. სისტემა ავტომატურად გვთავაზობს ძირითად ხელშეკრულებას. თუ ველი პარტნიორი შევსებულია ამ ველის შევსება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დახურული ველია.  

თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. ივსება საერთო თანხა რომელიც ივსება გვერდზე ჩამონათვალი არსებული მონაცემებით.

დავალიანება

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას, აქ აისახება პარტნიორის საბოლოო დავალიანება აღნიშნული ხელშეკრულების ვალუტით. ველის მნიშვნელობის განახლებისთვის დააჭირეთ ღილაკს UI.Grid.RefreshButton

ვალუტა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. ავტომატურად ივსება არჩეული ხელშეკრულების ვალუტა. თუ ველი მომწოდებელი არ არის შევსებული მაშინ ეს ველი რჩება ცარიელი.

კომენტარი

დოკუმენტის შესახებ კომენტარი. შეუძლია მნიშვნელობის მიღება დირექტორიიდან გამონათქვამები .

 

გვერდის ჩამონათვალი ხედი შემდეგნაირია.

 

Purchases_documents_BoughtSer2

 

გვერდზე ჩამონათვალი მითითებულია მიღებული მომსახურებების და მათი შეძენის ფორმა.

 

ველი

დანიშნულება

ვალუტა

დოკუმენტის ვალუტა. დოკუმენტში ყველა ველში ფასი შესებულია მოცემულ ვალუტაში. თუ ვირჩევთ მომწოდებელს ჩამონათვლის შევსებამდე, მაშინ სისტემა ვალუტაში ავტომატურად სვავს ხელშეკრულების ვალუტას.

ვალუტის კურსი

აღნიშნული ვალუტის ექვივალენტი ლარში. სისტემა ავტომატურად ავსებს დირექტორიებში ვალუტების კურსები მოცემული ვალუტისთვის ბოლოს დაფიქსირებულ კურსს.  აქ იძებნება ისეთი სტრიქონი, რომლის თარიღი ემთხვევა დოკუმენტში შევსებულ თარიღს. ასეთი სტრიქონის არ არსებობის შემთხვევაში ამოირჩევა ყველაზე ახლოს  თარიღით სტრიქონი. შეიძლება აგრეთვე მისი რედაქტირება. თუ ვალუტა ეროვნული ფულია, მაშინ ველებში კურსი და თვის იწერება ერთი და იგივე.

დღგ-ს დაანგარიშების ფორმა

ამ ველს შეუძლია შემდეგი მნიშვნელობების მიღება 1 - დღგ-ით, 2 - დღგ-ს ჩათვლით, 3 - დაუბეგრავი დღგ, 4 - ნულოვანი დღგ.

ფასთა სახეობა

უნდა მონიშნოთ, თუ მომსახურების შეტანისას სისტემამ რა სახის ფასები შემოგთავაზოთ. თუ გვერდის ზოგადი ველი მომწოდებელი შევსებულია და არჩეულ ხელშეკრულებაში მონიშნულია ფასის სახეობა, მაშინ სისტემა ავტომატურად ავსებს ამ ფასის სახეობას.

დღგ ჯამი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ავსებს მას მომსახურების ფასსა და დღგ-ს დაანგარიშების ფორმაზე დაყრდნობით.

საერთო თანხა

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას. სისტემა ავტომატურად ავსებს მიღებული მომსახერების საერთო თანხას, რომელიც შეიცავს ასევე დღგ-ს ჯამს.

 

ჩამონათვალში ივსება შესაძენი მომსახურების კოდი, დასახელება, საზომი ერთეული, რაოდენობა,  ფასი, თანხა და დღგ.

ჩამონათვალის შევსებითვის გათვალისწინებულია ახალი სტრიქონის დამატების  add16მიმდინარე სტრიქონის კოპირების copy16 და წაშლის Trash-icon16 ღილაკები.

მუშაობა ჩამონათვალში აღწერილია განყოფილებაში დოკუმენტებში მდებარე ჩამონათვალებზე მუშაობა