დოკუმენტის დღის რიგითი ნომერი გამოიყენება გადაწერების და გადალაგებების დროს. დღის განმავლობაში დოკუმენტების ჩაწერა ხდება 0-დან დაწყებული ათობითი მატებით.
დღის რიგითი ნომრის რედაქტირებისთვის დოკუმენტი უნდა იყოს მონახაზ მდგომარეობაში.
მონახაზი დოკუმენტის კონტექსტური მენიუდან გამოიძახეთ ბრძანება დღის რიგითი ნომრის შეცვლა, გაიხსნება დიალოგური ფანჯარა, რომელსაც აქვს შემდეგი სახე.
ველი |
დანიშნულება |
მიმდინარე დოკუმენტი |
მიეთითება რედაქტირებადი დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია, დღის რიგითი ნომერი, დოკუმენტის ტიპი, ნომერი, თარიღი და თანხა. |
ახალი რიგითი ნომერი (თარიღი ../../..) |
ახალი რიგითი ნომერი. და ღილაკების მეშვეობით შეიძლება ერთი დოკუმენტით წინ ან უკან გადაადგილება. და ღილაკების მეშვეობით დოკუმენტი გადაადგილდება დღის დასაწყისში ან დღის ბოლოს. |
წინა დოკუმენტი |
აღინიშნება ახალი რიგითი ნომრის წინამორბედი დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია: დღის რიგითი ნომერი, დოკუმენტის ტიპი, ნომერი, თარიღი და თანხა. |
მომდევნო დოკუმენტი |
აღინიშნება ახალი რიგითი ნომრის მომდევნო დოკუმენტის თაობაზე ინფორმაცია: დღის რიგითი ნომერი, დოკუმენტის ტიპი, ნომერი, თარიღი და თანხა. |
დოკუმენტების ჯურნალის კონტექსტურ მენიში ბრძანებების დღის დასაწყისში გადატანა და დღის დასასრულში გადატანა შესაძლებელია რამოდენიმე დოკუმენტის რიგითი ნომრის ერთდროულად შეცვლა.