RS.GE-ის მომხმარებლების მართვა

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

RS.GE-ის მომხმარებლების მართვა

Previous pageReturn to chapter overviewNext page

ფუნქციის RS.GE-ის მომხმარებლის მართვა მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მართოთ სისტემაში შემოსავლების სამსახურის საიტის მომხმარებლები. ბრძანებაზე ხელის დაჭერის შემდეგ გამოდის RS.GE-ზე ავტორიზაციის ფანჯარა. ამ ფუნქციის გამოყენება შეუძლია მხოლოდ ადმინისტრატორს. წარმატებული ავტორიზაციის შემთხვევაში გამოდის შემოსავლების სამსახურის სისტემის მომხმარებლების ჩამონათვალი, რომელიც შეიცავს შემდეგ სვეტებს: 

 

RS.GE-ს მომხმარებელი - იწერება შემოსავლების სამსახურის მომხმარებლის სახელი.

შენიშვნა - იწერება შენიშვნა, დამატებითი რეკვიზიტები მომხმარებლის შესახებ. 

IP მისამართი - მომხმარებლის კომპიუტერის IP მისამართი (არსებული IP მისამართის ავტომატურად შესავსებად დააჭირეთ ღილაკს ჩატვირთვა).

 

მარჯვენა ღილაკზე დაჭერით იხსნება კონტექსტური მენიუ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომხმარებლის რედაქტირება. გახსნილი ფანჯარა შეიცავს შემდეგ ველებს:

 

ველი

დანიშნულება

RS.GE-ს მომხმარებელი

ეს ველი არ ექვემდებარება რედაქტირებას.  

დასახელება

ექვემდებარება რედაქტირებას.

პაროლი

ექვემდებარება რედაქტირებას. გამოიყენება მომხმარებლის პაროლის შეცვლის მიზნით.

დაადასტურეთ პაროლი

ექვემდებარება რედაქტირებას. გამოიყენება მომხმარებლის პაროლის შეცვლის მიზნით.

IP მისამართი

ექვემდებარება რედაქტირებას. გვაჩვენებს IP მისამართს რომელიც ჩვენ შევავსეთ.

კომპიუტერის IP მისამართი RS.GE-სთვის

არ ექვემდებარება რედაქტირებას. ავტომატურად ავსებს სისტემა.