ამობეჭდვის შაბლონები

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

ამობეჭდვის შაბლონები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სისტემის ყველა დოკუმენტის საბეჭდი შაბლონი ინახება ადმინისტრატორის ინსტრუმენტების ამობეჭდვის შაბლონებში. ყველა დოკუმენტის ტიპს აქვს მინიმუმ ერთი საბეჭდი შაბლონი. მომხმარებელს შეუძლია სხვა შაბლონის დამატება. 

შაბლონის დამატებისას ხდება შემდეგი ველების შევსება,

 

AdminTools.PrintingTemplates

 

ველი

დანიშნულება

კოდი

შაბლონის კოდი. აუცილებლად შესავსები ველია.

დასახელება

შაბლონის დასახელება. აუცილებლად შესავსები ველია.

დოკუმენტის ტიპი

დოკუმენტის ტიპის არჩევა, რომელიც უნდა დაიბეჭდოს მოცემული შაბლონით.

აქტიურია

თუ მონიშნულია ეს ალამი მაშინ შაბლონის არჩევა შეგიძლიათ პარამეტრების გვერდიდან ამობეჭდვის შაბლონები ან დოკუმენტის ლენტიდან.

 

ჩამონათვალიდან იხსნება კონტექსტური მენიუ, რომელიც შედგება შემდეგი ბრძანებებისგან:

დამატება ახალი შაბლონის დამატება

რედაქტირება შაბლონის რედაქტირება.

წაშლა შაბლონის წაშლა.

ასლი მიმდინარე შაბლონის ასლის შექმნა, რომელიც შევსებულია მიმდინარე შაბლონის მონაცემებით.

ფაილის ექსპორტირება, ექსპორტირებადი ფაილის არჩევა დიალოგურ ფანჯარაში უნდა აირჩიოთ საქაღალდე, შეიყვანოთ ფაილის დასახელება და დააჭიროთ ღილაკს Save. შაბლონი repx ფორმატში ექსპორტირდება, შეიძლება მისი იმპორტი სხვა მონაცემთა ბაზაში.

ფაილის იმპორტი. ახალი შაბლონის დამატების შემდეგ საჭიროა მისი ფაილის იმპორტირება. ამ ბრძანებით იხსნება იმპორტირებადი ფაილის არჩევის დიალოგური ფანჯარა სადაც უნდა აირჩიოთ საჭირო ფაილი და დააჭიროთ  ღილაკს Open.

ფაილის საქაღალდის გახსნა. იხსნება საქაღალდე რომელშიც მდებაროებს ფაილი.

საბეჭდი შაბლონის რედაქტირება. Report Designer-ის მეშვეობით ხდება საბეჭდი შაბლონის გარე ხედის რედაქტირება. კომპიუტერში მისი შენახვის შემდეგ შეიძლება ბრძანების ფაილის იმპორტირება მეშვეობით მისი მიბმა ამ შაბლონზე.