მონაცემთა ბაზასთან კავშირები

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

მონაცემთა ბაზასთან კავშირები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

გამოიყენება ქსელური ვერსიით მუშაობისას. სისტემა აჩვენებს მონაცემთა ბაზასთან არსებულ ყველა აქტიურ პროცესს.

საქაღალდის სტრიქონის ველი სადგური აჩვენებს იმ კომპიუტერის სახელს, რომლიდანაც მოხდა კავშირის დამყარება მონაცემთა ბაზასთან.

ველი მომხმარებელი მოცემული დაკავშირებით მომუშავე მომხმარებლის დასახელებაა. მომხმარებლის გვარი მოცემული დაკავშირებით მომუშავე მომხმარებლის აღწერილობაა.

ველებში ფანჯარა და ოპერაცია ხდება დაწვრილებითი აღწერა თუ რომელ ფანჯარაში რა ოპერაცია მიმდინარეობს. მაგალითად, თუ რომელიმე მომხმარებელი ანგარიშთა გეგმის ანგარიშის რედაქტირებას ახდენს, მაშინ ამ ფანჯარაში აისახება შემდეგი მნიშვნელობები: ანგარიში, რედაქტირება.

ველში შესვლა შევსებულია კავშირის დამყარების დრო, ხოლო ველში ბოლო ბრძანება კი მოცემული კავშირის დროს შესრულებული ბოლო SQL ბრძანების დრო.

კავშირის ID - მოცემული კავშირის უნიკალური ნომერია.

ველში მდგომარეობა მითითებულია, ამ კავშირის მიერ ხდება თუ არა სხვა რესურსის დაკავება ან ამ კავშირის რესურსი დაკავებულია თუ არა სხვა კავშირის მიერ.