სარეზერვო ასლები

ექსპლორერი:  ადმინისტრატორის ინსტრუმენტები >

სარეზერვო ასლები

Previous pageReturn to chapter overviewNext page

სარეზერვო ასლები განკუთვნილია მონაცემთა ბაზის (მბ) მიმდინარე მდგომარეობის დასამახსოვრებლად, რათა ავარიულ ვითარებაში იყოს შესაძლებელი მუშაობის უნარის მქონე მბ-ის აღდგენა.

ჩამონათვალზე იქნება კონტექსტური მენიუ, რომელიც შედგება ბრძანებებისგან დამატება, წაშლა, აღდგენა, შენახვა როგორც... და ფაილის იმპორტი.

მბ-ს ახალი სარეზერვო ასლის შესაქმნელად კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ ბრძანება დამატება, რომლის შემდეგ გამოვა ფანჯარა ასლის შექმნა. აქ იმ მბ-ს დასახელება უნდა აირჩიოთ, რომლის ასლის შექმნაც გსურთ, და შეავსოთ კომენტარი.

რომელიმე ასლიდან მბ-ის აღსადგენად ჩამონათვალის შესაბამის სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ ბრძანება აღდგენა. უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მონაცემები, რომლებიც მიმდინარე ბაზაში ინახება, წაიშლება. აღდგენის ოპერაციის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი მონაცემთა ბაზასთან კავშირი ერთპიროვნულია.

მბ-ს რომელიმე ასლის წასაშლელად შესაბამის სტრიქონზე გახსნილი კონტექსტური მენიუდან უნდა აირჩიოთ ბრძანება წაშლა.

ბრძანების შენახვა როგორც... მეშვეობით შესაძლებელია მბ სარეზერვო ასლის სხვა ბიბლიოთეკაში ან სხვა მატარებელზე გადატანა. ერთი და იგივე სარეზერვო ასლის სხვა და სხვა მატარებლებზე შენახვა იძლევა საშუალებას მონაცემები შეინარჩუნოთ კომპიუტერის სრული დაზიანების შემთხვევაშიც კი.

ბრძანების ფაილის იმპორტი მეშვეობით შესაძლებელია კომპიუტერში, ქსელში ან გარე მატარებელზე მდებარე ფაილის სარეზერვო ასლები ბიბლიოთეკაში გადმოიტანოთ.

 

იხილეთ მეტი

AS-Trade 7 სისტემაში სარეზერვო ასლების შექმნა, გადაადგილება და აღდგენა