ფავორიტები ჩანართი განკუთვნილია მომხმარებლის მიერ ხშირად გამოყენებადი დირექტორიების, ოპერაციების, დოკუმენტების, ჟურნალების და უწყისების ერთ ადგილას შემაჯამებელი სახით შესანახად. ფავორიტები განსხვავდებიან მომხმარებელი - მონაცემთა ბაზა წყვილის მიხედვით.
ობიექტის ფავორიტებში დასამატებლად შეიძლება:
1. | ექსპლორერიდან იგი გადმოქაჩოთ და ჩააგდოთ ფავორიტები ჩანართში ან |
2. | მონიშნოთ იგი და დააჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპუნებით გახსნილ ბრძანებას ფავორიტებში დამატება. |
ფავორიტებში დამატებული ობიექტის წასაშლელად შეასრულეთ შემდეგი პუნქტებიდან ერთ-ერთი:
1. ექსპლორერში მონიშნეთ ობიექტი და დააჭირეთ მარჯვენა დაწკაპუნებით გახსნილ ბრძანებას ფავორიტებიდან ამოშლა.
2. ფავორიტები ჩანართში ობიექტის კონტექსტური მენიუდან დააჭირეთ ბრძანებას ფავორიტებიდან ამოშლა.
|
---|
ობიექტის ფავორიტები ჩანართში დამატებისას ან ამოშლისას ექსპლორერში არანაირი ცვლილება არ ხდება. |