ლენტი შეიცავს ღილაკებს და ჩანართებს, რომლებიც გვაძლევს საშუალებას შევასრულოთ სისტემის სხვადასხვა ბრძანებები. თუ თქვენ იყენებთ Office 2010, მაშინ თქვენ გქონიათ შეხება ლენტთან, რადგანაც იგი Office-ის პროგრამებში გამოიყენება.
ლენტის ღილაკები და ჩანართები დინამიურად განახლებადია, იმისდა მიხედვით, თუ მომხმარებელი სისტემის რომელ განყოფილებაში იმყოფება და რა ოპერაციას ასრულებს.
ლენტის გამოყენების დანიშნულება არის ასახოს ხშირად გამოყენებადი ბრძანებები და თავი აგვარიდოს ზედმეტ დაწკაპუნებას, ამით კი დაზოგოს დრო.
ხშირად გამოყენებადი ბრძანებები
ხშირად გამოყენებადი ბრძანებები, ჩვეულებისამებრ აისახება, ლენტზე ზევით მყოფ სწრაფი წვდომის პანელზე.
ლენტის ბრძანების სწრაფი წვდომის პანელზე დასამატებლად, მარჯვენა დაწკაპებით გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ ბრძანება სწრაფი წვდომის პანელზე დამატება.
სწრაფი წვდომის პანელიდან ბრძანების წასაშლელად, მარჯვენა დაწკაპებით გახსნილ ფანჯარაში აირჩიეთ, ბრძანება სწრაფი წვდომის პანელიდან წაშლა.
ლენტის ჩაკეცვა
ლენტის ჩაკეცვისთვის (ფირის ბრძანებები ჩაიკეცება, მაგრამ ჩანართების დასახელებები რჩება ხილვადი) მარჯვენა დაწკაპებით აირჩიეთ ნებისმიერი ბრძანება და გახსნილი ჩამონათვალიდან აირჩიეთ ბრძანება ლენტის შემოკლება.
ლენტის აღდგენისთვის მარჯვენა დაწკაპუნებით აირჩიეთ ლენტის ნებისმიერი ბრძანება ან გვერდი და გადანიშნეთ სტრიქონი ლენტის შემოკლება.
თქვენ შეგიძლიათ ჩაკეცოთ ან აღადგინოთ ლენტი გვერდის ზედა ნაწილზე ორჯერ დაწკაპუნებით, ან მარჯვენა კუთხეში მდებარე ღილაკზე დაჭერით.
ლენტის ბრძანების გამოძახება
ლენტის ბრძანების გამოძახება შეიძლება მაუსით, ან კლავიატურიდან. ლენტის ნებისმიერი ჩანართი ან ბრძანება დაკავშირებულია განსაზღვრულ ღილაკებთან. ღილაკების მნიშვნელობების გაგება შესაძლებელია ALT-ზე ან F10 დაჭერით. ისინი აისახება ჩანართებზე და ბრძანებებზე.
ლინკი შეიძლება შეიცავდეს ერთ, ორ ან სამ ნიშანს. ორი ან სამი ნიშნის შემთხვევაში ბრძანების გამოძახება შეიძლება თანმიმდევრულად აღნიშნულ კლავიშებზე დაჭერით.