საბეჭდი ფორმა (წინახედი) მომხმარებელს აძლევს უფლებას ამობეჭდვამდე ეკრანზე ნახოს და დაარეგულიროს საბუთის ან უწყისის დასაბეჭდი ვერსია.
უწყისის ან ჩამონათვალის საბეჭდი ფორმის სანახავად საჭიროა ლენტის მთავარი ჩანართის ბეჭდვა ჯგუფის ნახვა ამობეჭდვამდე ღილაკზე დაჭერა ან SHIFT+F5 ღილაკების კომბინაციის აკრეფა.
საბუთის საბეჭდი ფორმის სანახავად საჭიროა დააჭიროთ ლენტის ჩანართში ოპერაციები ჯგუფში ბეჭდვა არსებულ ღილაკს ნახვა ან F5 ღილაკს.
ქვემოთ აღწერილია ფანჯრის საბეჭდი ფორმა (წინახედი) განყოფილებები.
ჩამონათალი - შეიცავს ბრძანებებს, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სხვა და სხვა ოპერაციების და პარამეტრების შესრულება.
ინსტრუმენტთა პანელი - შეიცავს ხშირად გამოყენებული ბრძანებების და პარამეტრების ელემენტებს (ღილაკები, სიები).
გვერდების სანიშნეების სია- სია შეიცავს გვერდების სხვა და სხვა მონაკვეთებში სწრაფი გადასვლის ლინკებს.
სტატუსის პანელი - ფანჯრის ქვედა ნაწილში სტატუსის პანელზე ასახულია შემდეგი ინფორმაცია - მიმდინარე გვერდის ნომერი, ყველა გვერდის რაოდენობა და მასშტაბის პროცენტი.