უწყისი გათვალისწინებულია ორგანიზაციის გაყიდვების ანალიზისთვის. უწყისში ჩანს გაყიდვების თვითღირებულებები, გაყიდვების თანხები და გაყიდვიდან მიღებული მოგება/ზარალი, თანხობრივი და პროცენტული ასახვით. ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას, აქვს შემდეგი ველები.
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
აუცილებელი თარიღი ტიპის ველთა წყვილია, უნდა შეავსოთ ის პერიოდი, რომლის მდგომარეობითაც გსურთ უწყისის აგება. |
ჯგუფი |
თუ ამ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისში შევა მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონელი, თუ არა მაშინ ყველა საქონელი. |
საქონელი |
თუ შევსებულია ველის მნიშვნელობა, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული საქონლისთვის. თუ შევსებულია ველი ჯგუფი , მაშინ საქონლის ამორჩევის სიიდან შეიძლება მხოლოდ ამ ჯგუფის კუთვნილი საქონლის ამორჩევა. |
მყიდველი |
თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი ივსება მხოლოდ მოცემული პარტნიორისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორისთვის. |
დაჯგუფება |
უწყისის გამოძახება შეიძლება საქონლის ან პარტნიორის მიხედვით დაჯგუფებული. ამ შემხვევაში უწყისში ერთი და იგივე საქონლის (პარტნიორის) გაყიდვები ჩანს ერთი სტრიქონით. |
უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება რედაქტირება (CTRL+E), საბეჭდი ფორმის ნახვა (F5). თუ უწყისი დაჯგუფებულია პარტნიორის ან საქონლის მიხედვით, მაშინ ეს ბრძანება მიუწვდომელია.