უწყისი გათვალისწინებულია ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების შესახებ ბარათის სახით ინფორმაციის მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად ამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები:
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მოცემულ პერიოდში პარტნიორთან დაკავშირებული ოპერაციები. |
პარტნიორი |
თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისში შევა მხოლოდ ის სალარო ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია მოცემულ პარტნიორთან. |
ნაშთის ჩვენება დღის ბოლოს |
თითოეული დღის ოპერაციების ბოლოს გამოდის სალაროს ნაშთი დღის ბოლოსთვის. |
პარტნიორის მიხედვით დაჯგუფება |
თუ მონიშნულია ალამი უწყისში ერთი და იგივე პარტნიორთან დაკავშირებული ყველა შემოსავლები და ხარჯები აისახება ერთი სტრიქონით. |
უწყისის ნებისმიერი სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება იმ საბუთის გამოძახება რომლის მეშვეობითაც ჩაწერილ იქნა ეს ოპერაცია, ამ საბუთის საბეჭდი ფორმის გამოძახება, საბუთის წაშლა ან კოპირება.