უწყისში აისახება პარტნიორების ნაშთები აღნიშნული პერიოდის დასაწყისში და ბოლოსთვის, ისევე როგორც ამ პერიოდში დავალიანების ცვლილება (მატება ან კლება).
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა პარტნიორების ნაშთები აღნიშნული პერიოდის დასაწყისში და ბოლოსთვის, ისევე როგორც ამ პერიოდში დავალიანების ცვლილება (მატება ან კლება). |
პარტნიორი |
თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული პარტნიორისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორისთვის. |
გახსნილი ოპერაციების მიხედვით |
თუ ჩართულია ალამი უწყისში ჩანს, თუ პარტნიორის დავალიანების მატება ან კლება რომელი ოპერაციის შედეგი იყო. |
უწყისში პარტნიორთა ბრუნვის ჟურნალი ჩანს პარტნიორის საწყისი ნაშთი, ბრუნვა და საბოლოო ნაშთი.
უწყისის მიმდინარე ან მონიშნული სტრიქონის კონტექსტური მენიუდან შეიძლება ბრძანების პარტნიორის ბარათი (Ctrl+B) გამოძახება.