უწყისი გათვალისწინებულია პარტნიორებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.
ამ უწყისის ასაგებად გამოსულ დიალოგურ ფანჯარას აქვს შემდეგი ველები.
ველი |
დანიშნულება |
პერიოდი |
თარიღის ტიპის აუცილებელი ველთა წყვილია. უწყისში შევა მოცემულ პერიოდში პარტნიორთან ჩატარებული ოპერაციები. |
პარტნიორი |
თუ ველის მნიშვნელობა შევსებულია, მაშინ უწყისი აიგება მხოლოდ მოცემული პარტნიორისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პარტნიორისთვის.. |
საბუთის ტიპი |
საბუთის ტიპის მითითება. ჩამონათვალიდან შეიძლება ერთი ან რამოდენიმე საბუთის ტიპის მითითება. |
უწყისის კონტექსტური მენიუდან შეიძლება უწყისის მიმდინარე სტრიქონის (საბუთის) საბეჭდი ფორმის ნახვა, რედაქტირება, კოპირება ან წაშლა.